პაველ ალექსეის ძე ვოლია[1] (დ. 14 მარტი, 1979, პენზა) — რუსი ტელეწამყვანი, კინომსახიობი, კომედიური კლუბის მონაწილე და წამყვანი.

პაველ ვოლია
დაბადების თარიღი 14 მარტი 1979
პენზა, სსრკ
მოქალაქეობა რუსეთის ფედერაცია
პროფესია მსახიობი, მომღერალი, ტელეწამყვანი, შოუმენი, პაროდისტი

კომედიის კლუბამდე ის იყო ვალეონ დასონის KVN გუნდის (პენზა) წევრი, ტიმურ როდრიგესთან და ლეონიდ შკოლნიკთან ერთად. უძღვება გადაცემა „კომედი კლუბს“ და შოუს „იმპროვიზაციას“ TNT არხზე . აგრეთვე ვოლიამ გამოუშვა ალბომები „Respect and Respect“, „New“, „Thoughts and Music“.

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა 1979 წლის 14 მარტს პენზაში.

იგი იყო პენზას KVN გუნდის „ვალეონ დასონის“ კაპიტანი, რომელშიც მან მოიგო KVN- ის პირველი ლიგა, მოიპოვა უმაღლეს ლიგაში მონაწილეობის უფლება. იგი მუშაობდა „რუსული რადიოს პენზაში“ დიჯეიდ,[2], უძღვებოდა გადაცემას მოსკოვის „რუსულ რადიოში“.

2007 წელს მან დაიწყო სოლო კარიერა. მან ჩაწერა რამდენიმე ტრეკი და გადაიღო ვიდეორგოლები სიმღერებისთვის „ყველაფერი მაგრად იქნება“, „დედა!“, „ბარვიხა“, „საუკეთესო სიმღერა“. გამოვიდა სოლო ალბომი „Respect and respect“. მან ითამაშა რამდენიმე რეკლამაში „ხრუსთიმ“ პურის კრუტონისთვის. ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ხულიგნებმა პაველს სცემეს და უსაყვედურეს[3] . მოგვიანებით, აღმოჩნდა, რომ ამ ვიდეოს გადაღება მუსიკოსის ახალი ალბომის რეკლამირებისთვის მოხდა[4] .

2016 წლის 12 თებერვალს მან გამოუშვა ალბომი „ფიქრები და მუსიკა“. ალბომი მოიცავს 11 სიმღერას.

2020 წლის სექტემბრიდან — ინტელექტუალური და გასართობი შოუს „ორი მილიონში“ წამყვანია TNT არხზე.

პირადი ცხოვრება რედაქტირება

ის 2012 წლის ნოემბრიდან ქორწინებაშია ტანმოვარჯიშზე ლაიასან უტიაშევასთან[5] . 2013 წლის 14 მაისს, მას და უიტაშევას მაიამიში შეეძინათ ვაჟი, რობერტი[6][7], ხოლო 2015 წლის 6 მაისს, იმავე კლინიკაში, შეეძინათ ქალიშვილი სოფია.[8]

სქოლიო რედაქტირება

  1. „Павел Воля: «То, что люди думают о тебе, — это не ты»“ (რუსული). ციტირების თარიღი: 2021-05-09.
  2. Павел Воля. Cosmopolitan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-04. ციტირების თარიღი: 2014-02-25.
  3. TOPPOP.ru: Павла Волю сильно избили დაარქივებული 2016-11-01 საიტზე Wayback Machine. , toppop.ru ციტირების თარიღი: 7 მარტი, 2009
  4. Павла Волю избили? Драку сняли на камеру и распространили на интернет-сайтах. // Комсомольская правда. ციტირების თარიღი: 7 მარტი, 2009
  5. „Ляйсан Утяшева впервые откровенно рассказала о жизни с Павлом Волей“ (რუსული). 2013-07-17. ციტირების თარიღი: 2021-05-09.
  6. „Экс-гимнастка Ляйсан Утяшева родила наследника Павлу Воле“ (რუსული). ციტირების თარიღი: 2021-05-09.
  7. „Утяшева скрывает, что родила своего первенца в Майами“ (რუსული). 2013-05-28. ციტირების თარიღი: 2021-05-09.
  8. „Ляйсан Утяшева родила Воле дочь“ (რუსული). ციტირების თარიღი: 2021-05-09.