პადჯადჯარანის უნივერსიტეტი

პადადჯარანის უნივერსიტეტი (აბრევიატურა UNPAD) ― საჯარო უნივერსიტეტი ბანდუნგისა და სუმედანგის სარეგენტოში, დასავლეთ იავაში, ინდონეზიაში. დაარსდა 1957 წლის 11 სექტემბერს.[7]

დაფუძნდა 1957[1]
ტიპი უნივერსიტეტი[2] და თავისუფალი გამომცემელი[3]
სტუდენტი 41 412[4]
მისამართი Jalan Raya Bandung Sumedang KM 21 Jatinangor[1]
ქვეყანა ინდონეზია[3] [5]
ტელეფონი +622284288888[6]
პადჯადჯარანის უნივერსიტეტი — ინდონეზია
პადჯადჯარანის უნივერსიტეტი
https://www.unpad.ac.id[6]

2013 წლის შემდეგ პადჯადჯარანის უნივერსიტეტმა ყველაზე მეტი აპლიკანტი მიიღო და სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულთა ეროვნულ შესარჩევ გამოცდებში უმაღლესი შეფასებები ჰქონდა.[8][9] 2016 წელს ინდონეზიის კვლევების, ტექნოლოგიისა და უმაღლესი განათლების სამინისტრომ პადჯადჯარანის უნივერსიტეტი ინდონეზიის 10 საუკეთესო უნივერსიტეტს შორის დაასახელა.[10] 2019 წელს QS-ის უნივერსიტეტების მსფოლიო რეიტინგში იგი ინდონეზიის მე-4 საუკეთესო უნივერსიტეტად დასახელდა, ხოლო მსოფლიო მასშტაბით 651-700 პოზიცია დაიკავა.[11]

 
მედიცინის დეპარტამენტი 1957 წელს

უნივერსიტეტის სახელწოდება წარმოშობილია პადჯადჯარანის სამეფოდან, რომელსაც მეფე პრაბუ სილივანგი მართავდა. დასავლეთ იავაში ლიდერებს ახალგაზრდების უმაღლესი განათლების ხელშეწყობა სურდათ, რაც უნივერსიტეტის დაარსების საფუძველი გახდა. რადგანაც ბანგუნგის ტექნოლოგიის ინსტიტუტი მეტწილად ინჟინერიაზე იყო ფოკუსირებული, მოსახლეობას ისეთი სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსება სურდა, რომელშიც მეცნიერების სხვადასხვა დარგში მიიღებდნენ განათლებას. უნივერსიტეტი ოფიციალურად გაიხსნა 1957 წლის 24 სექტემბერს. 1957 წლის 6 ნოემბერს უნივერსიტეტის პრეზიდენტად პროფესორი ივა კუსუმასუმანტრი დაინიშნა.[12]

დაარსების დროს უნივერსიტეტს ოთხი დეპარტამენტი ჰქონდა: სამართლის, ეკონომიკის, მედიცინის და მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების. დღეისთვის უნივერსიტეტს 16 ფაკულტეტი და რამდენიმე პოსტსადოქტორო პროგრამა, 44 საბაკალავრო პროგრამა, 2 სპეციალური პროგრამა, 9 სადოქტორო პროგრამა, 19 სამაგისტრო პროგრამა, 5 პროფესიული პროგრამა, 1 ოთხწლიანი სადოქტორო და 32 სამწლიანი სადოქტორო პროგრამა აქვს.

კამპუსები

რედაქტირება

პადჯადჯარანის უნივერსიტეტს ორი მთავარი კამპუსი აქვს. ერთი კამპუსი ჯატინანგორში მდებარეობს, ხოლო მეორე დიპატი უკურში, ბანდუნგში. გარდა მთავარი კამპუსებისა, დაწესებულებები მდებარეობს სეკელოაში, სინგაპერბანგსაში, დაგოში, სიმპანგ დაგოში, დაგო ატასში, დაგო პოჯოკში, ბანდაში, სიმადირისა და სხვ. ადგილებში.[13]

201 წლის სექტემბერში უნივერსიტეტმა დამატებითი ფინანსების მოძიების მიზნით დაგოში სავაჭრო ცენტრისა და სამგანყოფილებიანი სასტუმროს აშენების განზრახვის შესახებ განაცხადა.[14]

ჯატიანგორი

რედაქტირება

ჯატიანგორის კამპუსი სუმედანგში, დასავლეთ იავაში მდებარეობს. იგი უნივერსიტეტის მთავარი კამპუსია და მოიცავს მედიცინის, სტომატოლოგიის, ფსიქოლოგიის, საექთნო საქმის, მათემატიკის და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, მეცხოველეობის, სოფლის მეურნეობის სამრეწველო ტექნოლოგიის, სოფლის მეურნეობის, მეთევზეობისა და საზღვაო მეცნიერების, ფარმაციის, გეოლოგიური ინჟინერიის, საკომუნიკაციო მეცნიერებების, კულტურის მეცნიერებების, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, სამართლის და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტები.

ფაკულტეტები და პროგრამები

რედაქტირება
 
დიპატი-უკურის კამპუსი, ბანდუნგი

პადჯადჯარანის უნივერსიტეტში ფუნქციონირებს შემდეგი ფაკულტეტები: სამართლის (სამართლის კვლევები), ეკონომიკის (ბუღალტერია, მენეჯმენტი, განვითარების ეკონომიკა, ისლამური ეკონომიკა, ციფრული ბიზნესი, ციფრული მარკეტინგი, გადასახადების საბუღალტრო საქმე, საჯარო ბუღალტერია), მედიცინის (მედიცინის კვლევები, ვეტერინარია), მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების (მათემატიკა, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სტატისტიკა, გეოფიზიკა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ელექტროინჟინერია, აქტუარული მეცნიერება), სოფლის მეურნეობის (აგროტექნოლოგია, აგრობიზნესი), სტომატოლოგიის (სტომატოლოგია), სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა (საჯარო ადმინისტრაცია, საერთაშორისო ურთიერთობები, სოციალური კეთილდღეობა, სამთავრობო მეცნიერება, ანთროპოლოგია, ბიზნესის ადმინისტრირება, სოციოლოგია, პოლიტიკის მეცნიერება), კულტურის მეცნიერებების (ინდონეზიური ლიტერატურა, ისტორია, იაპონური ენა და კულტურა, ინგლისური ლიტერატურა, ფრანგული ლიტერატურა, გერმანული ლიტერატურა, არაბული ლიტერატურა, რუსული ლიტერატურა), ფსიქოლოგიის (ფსიქოლოგია), მეცხოველეობის (მეცხოველეობა), საკომუნიკაციო მეცნიერებების (კომუნიკაციები, ლიბერალური მეცნიერება, საჯარო ურთიერთობები, ტელევიზია და ფილმი, კომუნიკაციების მენეჯმენტი, ჟურნალისტიკა), მეთევზეობისა და საზღვაო მეცნიერების (ამავე სახელწოდების პროგრამები), სოფლის მეურნეობის სამრეწველო ტექნოლოგიის (სოფლის მეურნეობის ინჟინერია, სურსათის ტექნოლოგია, სოფლის მეურნეობის სამრეწველო ტექნოლოგია), საექთნო საქმის მეცნიერების, ფარმაციის და გეოლოგიური ინჟინერიის ფაკულტეტები.

მედიცინის ფაკულტეტი

რედაქტირება
 
უნივერსიტეტის რექტორატი

მედიცინის ფაკულტეტს ხუთი მთავარი შენობა აქვს ჯატინანგორის კამპუსში: A1 ― ადმინისტრაცია, A2 ― აუდიტორიები, პერსონალის ოთახები, ფიზიოლოგიის, ფარმაკოლოგიისა და ბიოქიმიის ლაბორატორიები, A3 ― ინტერაციული აუციტორიები, ციფრული საინფორმაციო სისტემის ლაორატორია და კომპიუტერების ლაბორატორია, A4 ― პერსონალის ოთახები და ანატომიის, პარაზიტოლოგიის, მიკრობიოლოგიის ლაბორატორიები, კომპოუტერიზებული აუდიტორიები, ბიბლიოთეკა და სხვა დაწესებულებები, A5 ― აუდიტორიები, კლინიკური უნარ-ჩვევების ლაბორატორიები, კომპიუტერების ლაბორატორია.

უნივერსიტეტს 4 ლაბორატორია: კლინიკური ჩვევების, ბიომედიცინის, კომპიუტერული და სწავლების შეფასების ლაბორატორიები აქვს.

მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფაკულტეტი[15]

რედაქტირება

ფაკულტეტს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო სასწავლო პროგრამები აქვს. შენობების დიდი ნაწილი ჯატინანგორის კამპუსში მდებარეობს. ფაკულტეტს 21 ლაბორატორია აქვს, რომლებიც როგორც აკადემიური, ისე საკვლევი დანიშნულებით გამოიყენება. ფაკულტეტს აქვს ბიბლიოთეკაც. საბაკალავრო პროგრამებია: მათემატიკა, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სტატისტიკა, გეოფიზიკა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ელექტროინჟინერია. სამაგისტრო პროგრამებია: ქიმიური მეცნიერებები, მოწინავე სტატისტიკა, მათემატიკა და ბილოლოგია. ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამაა ქიმიური მეცნიერებები.

  1. 1.0 1.1 https://pddikti.kemdikbud.go.id/api/pt/detail/fEoz4Fz2Ocgu0hh9WwxS6Xyy8pPFcXQZLbgx05QlZyHQNwKtZZLNAPGKzOO8G9xPW-4X3A==
  2. National School Identification Number
  3. 3.0 3.1 Directory of Open Access Journals — 2003.
  4. http://www.unpad.ac.id/en/university/
  5. https://pddikti.kemdikbud.go.id/perguruan-tinggi
  6. 6.0 6.1 pddikti.kemdikbud
  7. Sejarah en. ციტირების თარიღი: 2018-12-24
  8. „Selama Empat Tahun, Peminat Unpad Tertinggi | Republika Online“. Republika Online. ციტირების თარიღი: 2017-01-01.
  9. „Unpad in SNMPTN 2016, With Most Applicants and Highest Passing Grade - Universitas Padjadjaran“. Universitas Padjadjaran (ინგლისური). 2016-05-11. ციტირების თარიღი: 2017-01-01.
  10. Prasetia, Andhika. „Ini 12 Besar Peringkat Perguruan Tinggi Indonesia 2016“. detiknews. ციტირების თარიღი: 2017-06-30.
  11. QS World University Rankings 2019 en (2018-05-29). ციტირების თარიღი: 2018-12-24
  12. History en. ციტირების თარიღი: 2018-12-24
  13. Karina, Ernia. (2015-10-19) Dari Dipati Ukur Hingga Jatinangor, Inilah Sekelumit Cerita dari Kehidupan Mahasiswa UNPAD id-ID. ციტირების თარიღი: 2018-12-24
  14. Padjajaran University expands business units (September 8, 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 15, 2012. ციტირების თარიღი: September 8, 2011
  15. Mathematics and Natural Sciences en. ციტირების თარიღი: 2018-12-24