პადანგი (ინდონ. Kota Padangინდონეზიის პროვინციის, დასავლეთ სუმატრის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი.[9] 2010 წელს ქალაქის მოსახლეობა 833 562 ადამიანს შეადგენდა,[10] 2020 წელს — 909 040 ადამიანს,[11] ხოლო 2022 წლის პროგნოზით ― 919 145 ადამიანს (461 712 კაცი და 457 433 ქალი).[12] მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, პადანგი მე-16 ადგილზეა ინდონეზიის მასშტაბით და პირველ ადგილზეა სუმატრის დასავლეთ სანაპიროს ქალაქებს შორის.[13] მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, პადანგის მეტროპოლიტენური ტერიტორია მესამე ადგილზეა სუმატრის მეტროპოლიტენურ ტერიტორიებს შორის. მეტროპოლიტენური ტერიტორიის მოსახლეობა 1.4 მილიონ ადამიანს აღწევს.[14] პადანგი ცნობილია მინანგკაბაუს კულტურით, სამზარეულოთი და პლაჟებით.

დასახლებული პუნქტი
პადანგი
დროშა გერბი


Padang Kota Tercinta
ქვეყანა ინდონეზიის დროშა ინდონეზია
შიდა დაყოფა Bungus Teluk Kabung[1] [2] , Koto Tangah[1] [2] , Kuranji[1] [2] , Lubuk Begalung[1] [2] , Lubuk Kilangan[1] [2] , Nanggalo[1] [2] , West Padang[1] [2] , South Padang[1] [2] , East Padang[1] [2] , North Padang[1] [2] და Pauh[1] [2]
კოორდინატები 0°57′20″ ს. გ. 100°21′38″ ა. გ. / 0.9555611° ს. გ. 100.3605611° ა. გ. / -0.9555611; 100.3605611
მმართველი Hendri Septa
დაარსდა 7 აგვისტო, 1669
ფართობი 694000000 კვადრატული მეტრი
ცენტრის სიმაღლე 3 მეტრი, 1853 მეტრი
მოსახლეობა 909 040 (2020)[3] ,
196 300 (1971)[4] ,
726 000 (1984)[5] ,
821 700 (2012)[6] ,
52 000 (1930)[7] ,
12 000 (1893)[8]
სასაათო სარტყელი UTC+07:00
საფოსტო ინდექსი 25000
ოფიციალური საიტი http://www.padang.go.id/
პადანგი — ინდონეზია
პადანგი

წინაკოლონიური ხანიდან მოყოლებული ქალაქი შავი წიწაკისა და ოქროს სავაჭრო ცენტრს წარმოადგენდა. ნიდერლანდელები პადანგში XVII საუკუნის შუა ხანებში ჩავიდნენ, რომლებმაც საბოლოოდ სიმაგრე ააგეს და ქალაქზე კონტროლი დაამყარეს. ქალაქზე კონტროლი რამდენჯერმე ბრიტანელებმა დაამყარეს, მაგრამ პადანგი ნიდერლანდების ოსტინდოეთის ნაწილად რჩებოდა და ინდონეზიის დამოუკიდებლობის მოპოვებამდე ოსტინდოეთის ერთ-ერთი მთავარი ქალაქი იყო.[15] 1906 წელს პადანგი პალემბანგთან ერთად პირველი დასახლებული ადგილი იყო სუმატრაში, რომელმაც ქალაქის სტატუსი მიიღო.[16]

 
პადანგი 1795 წლისთვის

XVI საუკუნიდან მოყოლებული პადანგი სავაჭრო ცენტრის ფუნქციას ასრულებს. ამ პერიოდში ქალაქი პაგურუიუნგის სამეფოსა და აჩეჰის სასულთნოს შემადგენლობაში შედიოდა.[17] XVI-XVII საუკუნეებში ქალაქში წიწაკა მოჰყავდათ, რომლითაც ინდოეთთან, პორტუგალიასთან, გაერთიანებულ სამეფოსა და ნიდერლანდებთან ვაჭრობდნენ. 1663 წელს ქალაქზე კონტროლი ნიდრლანდელებმა დაამყარეს. სავაჭრო პოსტი 1680 წელს აიგო. მეოთხე ანგლო-ნიდერლანდური ომის შემდეგ, 1781-1784 წლებში ქალაქი ბრიტანელთა დაქვემდებარებაში მოექცა. პადანგი ბრიტანელებმა კიდევ ერთხელ დაიკავეს 1795-1819 წლებში.

გეოგრაფია

რედაქტირება

ქალაქი კუნძულ სუმატრის დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს. ქალაქის ფართობი 694.96 კმ²-ია, რაც დასავლეთ სუმატრის ფართობის 1.65%-ია.[18] პადანგის ტერიტორიის 60%-ზე მეტი ბორცვებითაა დაფარული, რომელიც დაცულ ტყეებს მოიცავს. მხოლოდ 205.007 კმ²-ია ურბანული ტერიტორია.[19] ბორცვები ქალაქის აღმოსავლეთითა და სამხრეთითაა გადაჭიმული. ცნობილი ბორცვებია: ლამპუ, პადანგის მთა, გადო-გადოს ბორცვი და პაგემბირანის ბორცვი. ქალაქის სანაპირო ხაზის სიგრძე 68.126 კმ-ია. ქალაქის შემადგენლობაშია ბუნგუს-ტელუკ-კაბუნგის რაიონი, რომელშიც 19 პატარა კუნძული შედის. კუნძულთა ფართობი 4.4 ჰექტარია. პადანგის შემადგენლობაშია კუნძული ტორანი, რომლის ფართობი 25 ჰექტარია და პისანგ-გადანგის კუნძულიც.

კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით, პადანგი ეკვატორულ კლიმატურ სარტყელში მდებარეობს. რადგანაც მსგავსი კლიმატი ტროპიკთშორისი კონვერგენციის ზონასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე პასატების გავლენის ზონასთან, ციკლონები ძალიან იშვიათია. პადანგი ინდონეზიის ერთ-ერთი ყველაზე უხვნალექიანი ქალაქია. იგი მთელი წლის მანძილზე ნალექიანობის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა. ქალაქში საშუალოდ წლიურად 4300 მმ ნალექი მოდის. პადანგის ყველაზე მშრალი თვე თებერვალია (საშუალოდ 250 მმ ნალექი). ტემპერატურა შედარებით მუდმივია და საშუალოდ 26 °C-ის ტოლია. პადანგში 21 მდინარე მიედინება, რომელთა შორის ყველაზე გრძელი ბატანგ-კანდისია (სიგრძე - 20 კმ). 1980 წელს ქალაქის ⅔ დაიტბორა.[20]

ჰავის მონაცემები — პადანგი
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
რეკორდულად მაღალი °C 33.9 34.4 33.9 33.3 33.9 33.9 33.3 33.3 32.8 33.3 32.8 32.8 34.4
საშუალო მაღალი °C 30.6 31.7 31.7 31.7 32.2 32.2 31.7 32.2 32.2 31.7 31.1 30.6 31.6
საშუალო დღიური °C 27.0 27.0 27.0 27.2 27.5 27.0 25.0 25.0 26.7 26.7 26.7 26.7 26.6
საშუალო დაბალი °C 23.3 24.4 23.9 23.9 23.9 23.9 23.3 23.3 23.9 23.9 23.9 23.9 23.8
რეკორდულად დაბალი °C 21.1 20.6 21.1 21.7 21.7 20.0 21.1 20.6 21.1 21.1 21.1 21.1 20.0
საშუალო ნალექი (მმ) 351 259 307 363 315 307 277 348 352 495 518 480 4 172
საშუალო თვიური მზიანი საათები 175 181 175 188 200 206 200 186 136 135 167 167 2 116
წყარო 1: Sistema de Clasificación Bioclimática Mundial[21]
წყარო 2: Deutscher Wetterdienst (sun, 1961–1990)[22][]

მმართველობა

რედაქტირება
 
პადანგის ადმინისტრაციული რაიონების რუკა

2007 წელს მთავრობამ რამდენიმე რელიგიური პოლიტიკის გატარება დაიწყო. ერთ-ერთის თანახმად, მუნიციპალურ სტრუქტურებში დასაქმებულ ქალებსა და სახელმწიფო სკოლების მოსწავლე გოგონებს ჰიჯაბის ტარება დაევალათ. საშუალო სკოლის მოსწავლეებს ყურანის კითხვის გაკვეთილები უტარდებათ. მუნიციპალურ მოხელეებს ზაქათის გადახდა ევალებათ.[23]

ადმინისტრაციული დაყოფა

რედაქტირება

პადანგი 11 რაიონად იყოფა: ბუნგუს-ტელუკ-კაბუნგი, ლუბუკ-კილანგანი, ლუბუკ-ბეგალუნგი, პადანგ-სელატანი, პადანგ-ტიმური, პადანგ-ბარატი, პადანგ-უტარა, ნანგალო, კურანჯი, პაუჰი და კოტო-ტანგაჰი.

ადიპურის პრემია

რედაქტირება

2017 წლის მონაცემებით, დიდ ქალაქებს შორის პადანგს ადიპურის (ყველაზე სუფთა და მწვანე ქალაქი) პრემია 18-ჯერ აქვს მოპოვებული.[24]

სამზარეულო

რედაქტირება

ხშირად მანინგკაბაუს ტომის სამზარეულოს პადანგის სამზარეულოსაც უწოდებენ. პადანგის რესტორნები მთელი ქვეყნის მასშტაბით მდებარეობს და ცხარე კერძებითაა ცნობილი. კერძები დღეში ერთხელ მზადდება. მიირთმევენ სხვადასხვა სახის კერძებს მცირე ულუფებით, ბრინჯთან ერთად. ყველაზე ცნობილი კერძია რენდანგი, ჩაშუშული ცხარე ხორცი.[25]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 West Sumatra Province Administrative Division Data and Code 2015
  2. 2.00 2.01 2.02 2.03 2.04 2.05 2.06 2.07 2.08 2.09 2.10 Indonesian Minister of Home Affairs Decree Number 050-145 of 2022
  3. 2020 Indonesian census
  4. Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969. — Т. 19. — С. 72.
  5. (unspecified title) / под ред. В. М. Котляков — 3-е изд. — Москва: Большая российская энциклопедия, 2003. — С. 361. — 903 с. — ISBN 5-85270-216-1
  6. Большая российская энциклопедияМосква: Большая российская энциклопедия, 2004.
  7. Большая советская энциклопедия / под ред. О. Ю. Шмидт — 1 — Москва: Акционерное общество «Советская энциклопедия», 1920.
  8. различные авторы Энциклопедический словарь / под ред. И. Е. Андреевский, К. К. Арсеньев, Ф. Ф. ПетрушевскийСПб: Брокгауз — Ефрон, 1907. — Т. XXIIa.
  9. Ashar, Faisal; Amaratunga, Dilanthi; Sridarran, Pournima; Haigh, Richard (2019) „Practices of Tsunami Evacuation Planning in Padang, Indonesia“, Coastal Management. Elsevier, გვ. 399–433. DOI:10.1016/b978-0-12-810473-6.00019-4. ISBN 9780128104736. „Padang is not only the capital city of the Western Sumatra Province of Indonesia, it is also the third-biggest city in that province.“ 
  10. Biro Pusat Statistik, Jakarta, 2011.
  11. Badan Pusat Statistik, Jakarta, 2021.
  12. Badan Pusat Statistik, Jakarta, 2023, Kota Padang Dalam Angka 2023 (Katalog-BPS 1102001.1371)
  13. Badan Pusat Statistik Kota Padang. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-12-21. ციტირების თარიღი: 2023-11-19.
  14. Badan Pusat Statistik Provinsi Sumatera Barat. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 დეკემბერი 2019. ციტირების თარიღი: 19 ნოემბერი 2023.
  15. http://www.kicc.jp Indonesia: Surabaya And Padang დაარქივებული 4 March 2016 საიტზე Wayback Machine.
  16. Nas, P. (January 27, 1993). Urban Symbolism. BRILL. ISBN 9004098550. 
  17. Kathirithamby-Wells, J. (December 1969). „Achehnese Control over West Sumatra up to the Treaty of Painan, 1663“. Journal of Southeast Asian History. 10 (3): 453–479. doi:10.1017/S0217781100005020. JSTOR 27651721.
  18. sumbar.bps.go.id Luas Daerah dan Jumlah Penduduk Kota Padang.
  19. Kondisi Geografis Kota Padang
  20. (1980) Tempo. Badan Usaha Jaya Press Jajasan Jaya Raya. 
  21. Indonesia–Padang. Centro de Investigaciones Fitosociológicas. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 ივნისი 2015. ციტირების თარიღი: 18 June 2015
  22. Station 96163: Mia Padang. Global station data 1961–1990—Sunshine Duration. Deutscher Wetterdienst. ციტირების თარიღი: 18 June 2015
  23. Warburton, Eve. (January–March 2007) No longer a choice. Inside Indonesia. ციტირების თარიღი: 2017-06-20
  24. „Setelah 8 Tahun, Kota Padang Kembali Raih Piala Adipura“. Tempo.co. 2017.
  25. „Panduan Utama Resep Rendang Unik dan Lezat“. wincah.com. 2023.


შეცდომა ციტირებაში ჯგუფი „georgian“ არსებული ტეგებისათვის <ref> ვერ მოიძებნა შესაბამისი ტეგი <references group="georgian"/>, ან გამოტოვებულია დამხურავი ტეგი </ref>; $2