პაგანის სამეფობირმელების პირველი სახელმწიფო XI–XIII საუკუნეებში. დააარსა ანორათამ, რომელმაც გააერთიანა, ახლანდელი მიანმარის თითქმის მთელი ტერიტორია. 1057 წლიდან პაგანებმა შემოიერთეს მონების სახელმწიფოები (სამხრეთ ბირმა) და გახდნენ ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. ადმინისტრაციულ-ეკონომიური ცენტრი იყო ჩაუნეს ოლქი — ბრინჯის ბეღელი. ვაჭრობდა ჩინეთთან, ციელონთან და ინდოეთთან. სახელმწიფო რელიგია იყო ბუდიზმი. ქვეყანაში ინტენსიურად აშენებდნენ ტაძრებს (დაახლოებით 5 ათასი ტაძარი და პაგოდა), განსაკუთრებით ჩანზიტის გამგებლობის (1084–1112) დროს. XIII საუკუნეში პანდების სახელმწიფოს ჩამოშორდა მონათა ქვეყნის სამხრეთი ნაწილი. 1283 წელს, მონღოლთა ცხენოსანი ჯარის მიერ კაუნგსინესთან განადგურების შემდეგ პაგანებმა შეწყვიტეს არსებობა.

პაგანი, სამეფოს დედაქალაქი

ლიტერატურა

რედაქტირება
  • აბსანძე, თ., კელაპტრიშვილი, ო., აბსანძე, გ., მსოფლიოს სამეფო დინასტიები ლექსიკონი, თბ., 2018, გვ. 175