პაატა სურგულაძე

ქართველი ისტორიკოსი, ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი, ისტორიის აკადემიური დოქტორი.
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

პაატა სურგულაძე (დ. 9 აპრილი, 1958, თბილისი) — ქართველი ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი, ისტორიის აკადემიური დოქტორი.

პაატა სურგულაძე
დაბ. თარიღი 9 აპრილი, 1958(1958-04-09) (66 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ისტორიკოსი და პედაგოგი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1980 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი, 1983 წელს ასპირანტურა.

1983-1984 წლებში იყო სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის სტაჟიორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის უმცროსი და უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1987-1992 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე. 1989-1995 წლებში იყო საქართველოს ახალგაზრდა ისტორიკოსთა ასოციაციის პრეზიდენტი. 1990-1991 წლებში საქართველოს პარლამენტის დემოკრატიული აღმშენებლობისა და პოლიტოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1992-1994 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიისა და ეთნოგრაფიის სამეცნიერო ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1992-1995 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის დოქტორანტი, საქართველოს მოქალაქეთა კავშირის სამდივნოს პოლიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი და სათათბიროსთან არსებული ბალტიისპირეთის, შავი ზღვის ქვეყნებისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის კომისიის თავმჯდომარე. 1995-1996 წლებში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სახელმწიფო ბიუროს სახელმწიფო მრჩეველი. 1996 წლიდან იყო საქართველოს პარლამენტის მუდმივი წარმომადგენელი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საპარლამენტო ასამბლეაში, გენერალური მდივნის მოადგილე. სამეცნიერო ინტერესების სფეროს წარმოადგენს საქართველოს, სამხრეთ კავკასიის, ირანის, რუსეთის, ახლო აღმოსავლეთის ახალი და თანამედროვე ისტორიის საკითხები. არის 40-მდე სამეცნიერო ნაშრომისა და წიგნის ავტორი და თანაავტორი, მათ შორის: „საქართველოს ისტორია“ (1991, თანაავტორი), „ეროვნული კულტურის კერა“ (1988), „ქართული პარლამენტის სათავეებთან“ (1991), „ირანის ისლამური რესპუბლიკა“ (1990). არის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრემიისა და მედლის (1974) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდა მეცნიერებათა პრემიის (1986) ლაურეატი. პაატა სურგულაძე 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „თანამედროვე ისლამური სახელმწიფო: თეორია და პრაქტიკა, ირანის ისლამური რესპუბლიკის მაგალითზე“, დაიცვა 1985 წელს.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • ქართული პარლამენტის სათავეებთან, თბ., ცოდნა, 1991, გვ. 31
  • საქართველოს ისტორია, თბ., 1991, გვ. 461
  • ეროვნული კულტურის კერა: თბილისის სახელმწ. უნივერსიტეტი, I-ლი გამოცემა, თბ., ნაკადული, 1988, გვ. 73
  • თანამედროვე ისლამური სახელმწიფო და მისი თეორიული წინამძღვრები, თბ., საქ. სსრ საზ-ბა „ცოდნა“, 1984, გვ. 20

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი, თბ., 2006, გვ. 432

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება