პაატა ნაცვლიშვილი
პაატა ნაცვლიშვილი (დ. 16 ოქტომბერი, 1952, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი მხატვარი და ჟურნალისტი. „პაატა ნაცვლიშვილის გამომცემლობის“ დირექტორი. სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, ქართული ემიგრაციის ისტორიისა და გეოგრაფიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი და სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სრული პროფესორი.
პაატა ნაცვლიშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
16 ოქტომბერი, 1952 თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა | სსრკ, საქართველო |
ალმა-მატერი | თსუ |
საქმიანობა | ჟურნალისტი, მხატვარი |
აქტიური | 1974-დან |
ჯილდოები |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1974 წელს, ხელოვნების ფაკულტეტი 1976 წელს. 1974-1976 წწ. მუშაობდა გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ ლიტმუშაკად, 1976-1978 წწ. გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტის“ კორესპონდენტად, 1978-1984 წწ. ჟურნალ „მართვეს“ ლიტმუშაკად, 1980-1984 წწ. საქართველოს საზღვაო სანაოსნოს შორეული ნაოსნობის მატროსად, 1984-1985 წწ. საქართველოს რადიოს ახალგაზრდული პროგრამების მთავარი რედაქციის მთავარ რედაქტორად, 1985-1988 წწ. „ახალგაზრდა კომუნისტის“ რედაქტორად, 1988 წლიდან გაზეთ „სამშობლოს“ რედაქტორია;
სხვადასხვა დროს იყო გაზეთ „ნატვრისთვალის“ რედაქტორი, საქართველოს ტელევიზიის შემოქმედებითი გაერთიანება „სხივის“ მთავარი რედაქტორი, „ახალი ქართული გაზეთის“ მთავარი რედაქტორი. ცნობილია, როგორც უნივერსალური ტიპის ჟურნალისტი. მისი რედაქტორობით გამოიცა პირველი ფერადი და კომპიუტერული გაზეთები საქართველოში. ჟურნალისტიკის გარდა მუშაობს პოეზიაში, პროზაში, დრამატურგიასა და მხატვრულ თარგმანში. არის მრავალი წიგნის ავტორი, შემდგენელი, გამომცემელი, რედაქტორი, დიზაინერი. 1984 წელს მონაწილეობა მიიღო ტიმ სევერინის ექსპედიციაში „იაზონის ნაკვალევზე“. მისი საზღვარგარეთული რეპორტაჟები სისტემატურად გადაიცემა ტელევიზიით, იბეჭდება პრესაში. 1993 წელს დააარსა „პაატა ნაცვლიშვილის გამომცემლობა“, რომელიც თბილისისა და ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობების მონაწილეა. 1997 წელს ბუენოს-აირესში აღმოაჩინა და იმავე წელს თბილისში გამოსცა გრიგოლ რობაქიძის უცნობი ნოველა. 1999 წელს მისი თაოსნობით დაფუძნდა კულტურული ოლიმპიადის საქართველოს ეროვნული კომიტეტი. არის ბიბლიოფილი და ფილატელისტი. მას ეკუთვნის 50-მდე ქართული მარკის (მათ შორის აღდგენილი საქართველოს რესპუბლიკის პირველი საფოსტო მარკის) დიზაინი. იღწვის უცხოეთში დაცული ქართული სიძველეების გამოვლენის, შესწავლისა და საქართველოში ჩამოტანისათვის.
ჯილდოები
რედაქტირებადაჯილდოებულია საქართველოს ღირსების ორდენით, ოლიმპიური ორდენით, ოლიმპიური მედლით. არის „ოქროს კალმის“ ლაურეატი, კავკასიის რეკლამის საერთაშორისო ფესტივალის გრან-პრის მფლობელი, არაერთი ჟურნალისტური კონკურსის გამარჯვებული.