პაატა მანჯგალაძე (დ. 12 აგვისტო, 1979, თბილისი[1]) — ქართველი პოლიტიკოსი. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი.

პაატა მანჯგალაძე
დაბადების თარიღი 12 აგვისტო, 1979 (1979-08-12) (45 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
პარტია სტრატეგია აღმაშენებელი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1979 წლის 18 მარტს. დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით. 2000-2001 წლებში იყო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის იურისტი. 2002-2004 წლებში – საადვოკატო კომპანია შპს „სანდოს“ ადვოკატი. 2008-2009 წლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რესურსების მართვისა და კონტროლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. 2009-2011 წლებში იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რესურსების მართვისა და კონტროლის დეპარტამენტის უფროსი. 2011-2012 წლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სახელმწიფო აუდიტორი. 2012-2013 წლებში სახელმწიფო რწმუნებულის, გუბერნატორის მოადგილე, ვიცე-გუბერნატორი ლანჩხუთი, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში. 2014-2016 წლებში საქართველოს პარლამენტის შტატგარესე მოსამსახურე. 2014-2017 წლებში ინოვაციებისა და განვითარების ფონდის პროექტების მენეჯერი. ამავე წლებში იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი.

2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „გიორგი ვაშაძე — სტრატეგია აღმაშენებელი“.[2]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ქონებრივი დეკლარაცია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-07-28. ციტირების თარიღი: 2020-12-05.
  2. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 6 დეკემბერი, 2020.