ო, მოდა, მოდა...
ო, მოდა, მოდა... — ქართული ანიმაციური ფილმი, რომელიც გადაღებულია ვახტანგ ბახტაძის მიერ 1968 წელს. კომპოზიტორი ნუგზარ ვაწაძე. ფილმი მოგვითხრობს პიროვნებებზე, ვინც ბრმად ბაძავს მოდას, სხვადასხვა ქვეყანაში და ეპოქაში. გაშუქებული სატირული სურათები ეძღვნება ექსტრავაგანტურ მოდას.
„ო, მოდა, მოდა...“ | |
---|---|
კადრი ფილმიდან | |
რეჟისორი | ვახტანგ ბახტაძე |
სცენარისტი |
ნინა ბენაშვილი ია მუხრანელი |
კომპოზიტორი | ნუგზარ ვაწაძე |
ოპერატორი | ვიოლეტა ქაროსანიძე |
მონტაჟი | მადონა თევზაძე |
მხატვარი |
იოსებ სამსონაძე ლუის ფერნანდესი |
ანიმატორი(ები) |
ოთარ დუმბაძე ავენირ ხუსკივაძე კუკური ჯებაშვილი ვადიმ ულიანოვი ალბერტ ნერსესოვი |
სტუდია | ქართული ფილმი |
პრემიერა | 1968 წ. |
ხანგრძლივობა | 20 წთ. |
ქვეყანა | საქართველო |
ენა | ქართული |
ფილმმა IV საკავშირო კინოფესტივალზე ქალაქ მინსკში მოიპოვა პრიზი საუკეთესო ანიმაციური ფილმისათვის 1970 წელს, რუმინეთის კინემატოგრაფისტთა ასოციაციის პრემია „ანინი“, IV საერთაშორისო კინოფესტივალზე, ქალაქ მამაიაში 1970 წელს, აგრეთვე 1971 წელს ბილბაოში საერთაშორისო კინოფესტივალზე მიიღო დიპლომი.