ოჰანგვენის რეგიონი
ოჰანგვენის რეგიონი (ინგლ. Ohangwena Region) — ნამიბიის 14 ადმინისტრაციული რეგიონიდან ერთ-ერთი, რომელიც მდებარეობს მის უკიდურეს ჩრდილოეთში, ანგოლასთან სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ. ფართობი შეადგენს 10 703 კმ²-ს, ხოლო 2011 წლის აღწერის მიხედვით მოსახლეობის რაოდენობაა 245 446 ადამიანი[1]. რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრია — ქალაქი ეენჰანა (მოსახლეობა — დაახლოებით 3,5 ათასი ადამიანი).
რეგიონი | |
---|---|
ოჰანგვენის რეგიონი ინგლ. Ohangwena Region | |
ქვეყანა | ნამიბია |
ადმ. ცენტრი | Eenhana |
შიდა დაყოფა | Eenhana Constituency, Endola Constituency, Engela Constituency, Epembe Constituency, Ohangwena Constituency, Okongo Constituency, Omulonga Constituency, Omundaungilo Constituency, Ondobe Constituency, Ongenga Constituency, Oshikango Constituency და Oshikunde Constituency |
კოორდინატები | 17°36′00″ ს. გ. 16°48′00″ ა. გ. / 17.60000° ს. გ. 16.80000° ა. გ. |
ფართობი | 10 703 კმ² |
მოსახლეობა | 245 446 კაცი (2011) |
სიმჭიდროვე | 22,93 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+1]] |
ოფიციალური საიტი | http://www.arc.org.na/home.php?pn=ohangwena_council |
გეოგრაფია
რედაქტირებარეგიონის ტერიტორია წარმოადგენს ხშირი ბალახით დაფარულ სავანას.
მოსახლეობა
რედაქტირებარეგიონის მოსახლეობის დიდ უმრავლესობას წარმოადგენს ოვამბოს ტომის ხალხი. ქალების რაოდენობა მნიშვნელოვნად სჭარბობს მამაკაცების რაოდენობას (თანაფარდობა დაახლოებით 83:100). სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ოჰანგვენის რეგიონში საკმაოდ დაბალია: მამაკაცებისთვის 43 წელი, ქალებისთვის ეს მაჩვენებელი შეადგენს 45 წელს.
ადმინისტრაციული დაყოფა
რედაქტირებაადმინისტრაციული თვალსაზრისით ოჰანგვენის რეგიონი იყოფა 11 ოლქად:
- Eenhana
- Endola
- Engela
- Epembe
- Ohangwena
- Okongo
- Omundaungilo
- Ondobe
- Ongenga
- Oshikango
- Oshikunde (შეიქმნა 2013 წელს)
ეკონომიკა
რედაქტირებაეკონომიკის თვალსაზრისით ოჰანგვენის რეგიონი წარმოადგენს ტიპურ, ექსტენსიურად განვითარებად სასოფლო-სამეურნეო რეგიონს. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სამხრეთ-დასავლეთი აფრიკა იმყოფებოდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის კონტროლ ქვეშ, რეგიონის ტერიტორიაზე ანგოლის საზღვართან გაყვანილი იქნა თანამედროვე ავტოგზები.