ოჭანე
სოფელი საქართველოში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში
ოჭანე — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის წალენჯიხის მუნიციპალიტეტში (ჯვარის ადმინისტრაციული ერთეული).[2]
წარმოიშვა, როგორც დასახლება ჯვარზენს (ახლანდ. ქ. ჯვარის ერთ-ერთი უბანი) და ეწერს შორის, მდ. ლებოხაღალის (ენგურის მარცხენა შენაკადი) სათავეებთან. 2010-იან წლებში მიიღო სოფლის სტატუსი ჯვარის ადმინისტრაციული ერთეულის შემადგენლობაში.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 399 ადამიანი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ცხადაია პაატა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გეოგრაფიული სახელწოდებანი, თბ., 2015. — გვ. 209.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.