ოჩაკოვის ალყა (1788)
რუსეთ-ოსმალეთის ომის ნაწილი

ოჩაკოვის შტურმი, 1788, იანუარ სუჩოდოლსკის ფერწერული ტილო.
თარიღი 31 მაისი6 დეკემბერი, 1788
მდებარეობა ოჩაკივი, უკრაინა
შედეგი რუსების გამარჯვება
მხარეები
რუსეთის იმპერია ოსმალეთის იმპერია
მეთაურები
ალექსანდრე სუვოროვი

გრიგორი პოტიომკინი

ღაზი ჰასანი

ქოჯა იუსუფ-ფაშა

ძალები
40000[1] 20000[1]
დანაკარგები
ბოლო იერიშისას:

1085[2] – 3000[1] სულ: 15000[1]

საბოლოო იერიშისას:

9500 მოკლული, 4000-ზე მეტი ტყვედ ჩავარდნილი[2] სულ: 20000 დაღუპული[1]

ოჩაკოვის ალყა ვიკისაწყობში

ოჩაკოვის 1788 წლის ალყა ან ოჩაკოვის მეორე ალყარუსეთ-თურქეთის 1787-1791 წლების ომის ერთ-ერთი უმთავრესი შეტაკება, რომელიც მოხდა ოზთან, დღევანდელი ოჩაკივის მიდამოებში, უკრაინის ტერიტორიაზე.[3]

1786 წლის 25 მარტს ოსმალეთის დიდვეზირად ქოჯა იუსუფ-ფაშა დაინიშნა. ქოჯა იუსუფ-ფაშამ დიდვეზირობის პირველ პერიოდში ყურადღება მიაქცია ქვეყნის ფინანსურ პრობლემებს და შესაბამისი ბრძანებულებები გამოსცა. მიიღო კანონი სახელმწიფო თარჯიმნების სამსახურის შესახებ, დააშოშმინა ვილაიეთებში მიმდინარე არეულობები. ეგვიპტეში არსებული დაპირისპირების მოსაგვარებლად ქაფუდან ღაზი ჰასან ფაშა გაგზავნა. გეგმავდა მთავრობის რეფორმაციასაც. მისი დიდვეზირობის პერიოდში ოსმალეთის უმთავრეს პრობლემას ყირიმი წარმოადგენდა. ყირიმის დაკარგვა საზოგადოების მეხსიერებიდან ჯერ კიდევ არ იყო წაშლილი, რუსები კი ახალ-ახალ პირობებს აყენებდნენ.

ქოჯა იუსუფ-ფაშა, ითვალისწინებდა რა ხალხის აზრს, ასევე ინგლისისა და პრუსიის პოზიციას, რუსეთის წინააღმდეგ ომის დაწყებას ემხრობოდა. მაგრამ სულთან აბდულჰამიდ I ამის წინააღმდეგი იყო. ხანგრძლივი თათბირის შემდეგ იუსუფ ფაშამ შეძლო მისი დაყოლიება და რუსეთის წინააღმდეგ ომი გაჩაღდა. ომის დაწყებამდე მან ანატოლიისა და რუმელიის საზღვრისპირა რეგიონებში სერასკერები დანიშნა. ოჩაკოვის სიმაგრის დასაცავად დუნაისპირა ოლქებში სამხედრო მოსამსახურეთა რიცხვი გაიზარდა. სასაზღვრო ზოლში მცხოვრებ ქრისტიანებს იარაღი ჩამოართვეს, რომ აჯანყება არ დაეწყოთ. დაღესტნის, ჩერქეზეთისა და ყაბარდოს ხელმძღვანელებს საჩუქრები და სულთნის ფირმანები გაუგზავნეს, რათა მათ რუსებისთვის არ დაეჭირათ მხარი.

1786 წელს იუსუფ ფაშა სარდლის რანგში გაუძღვა ჯარს. რუსეთთან წარმოებულ ამ ომში ავსტრია-უნგრეთიც ოსმალეთის წინააღმდეგ გამოვიდა. ომის დასაწყისში რუსებისა და ავსტრიელების წინააღმდეგ მიღწეული წარმატების მიუხედავად, ბედის ბორბალი შემდგომ ოსმალთა საწინააღმდეგოდ გადაბრუნდა. სტრატეგიული ციხესიმაგრე ოჩაკოვი რუსებმა იგდეს ხელთ და მის შემოგარენში მცხოვრებ მუსლიმთა უდიდესი ნაწილი ამოჟლიტეს. ამ ამბების გამგონე სულთან აბდულჰამიდ I დაავადდა და 1789 წლის 7 აპრილს გარდაიცვალა.[4]

1788 წელს რუსეთის ჯარებმა თავად გრიგორი პოტიომკინისა და გენერალ ალექსანდრე სუვოროვის მეთაურობით ალყა შემოარტყეს ქალაქს, რომელსაც ოსმალეთის ჯარები ჰასან ფაშას მეთაურობით აკონტროლებდნენ. მიუხედავად სუვოროვის მოწოდებისა, სწრაფად შეეპყროთ ქალაქი, მეთაური პოტიომკინის ბატალიონმა სწრაფად შემოარტყა ალყა ციხეს, დაბომბეს ის და მცველებს საკვები პროდუქტების მიწოდება შეუწყვიტეს. ამით პოტიომკინმა შეამცირა საკუთარი ქვედანაყოფის მსხვერპლიანობა, თუმცა მოგვიანებით სხვა გენერლებმა მისი ამგვარი საქციელი სიმხდალედ მიიჩნიეს. რუსეთის შტაბში კამათი ოჩაკოვის ალყის შესახებ განუწყვეტლივ გრძელდებოდა.

პირველი შეტაკება გაიმართა 31 მაისს, მას შემდეგ, რაც ქალაქში თურქულმა საზღვაო ძალებმა ჩააღწიეს. უკან დახევის გამო, დანებების მცდელობისას, რუსულმა ფლოტმა ორი გემი დაკარგა. რუსეთის არმიამ ქალაქზე თავდასხმა 9 ივლისს დაიწყო. 1788 წლის 18 ივლისს რუსებმა ხელთ იგდეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბერეზანის კუნძული.

თურქებმა რამდენჯერმე სცადეს ალყის გარღვევა. 27 ივლისს დაახლოებით 5000 იანიჩარი თავს დაესხა კაზაკების წინა ფლანგს და აიძულა მათ, უკან დაეხიათ. გენერალი სუვოროვი თავად იდგა ამ ყველაფრის სათავეში და იანიჩრებს უკან დახევაც კი აიძულა, თუმცა თავად დაიჭრა.

ღაზა ჰასან ფაშა არმიის მოძლიერებას ლიმანის მოგროვილ თურქულ ფლოტზე ამყარებდა. თუმცა, ოსმალთა ძლიერება მას შემდეგ შეწყდა, რაც ბრძოლაში ადმირალი დიმიტრი სენიავინი ჩაერთო.

ორივე არმიის რაოდენობა საგრძნობლად მცირდებოდა, აგრეთვე ცუდი ამინდის ფონზე სავსებით მოსალოდნელი იყო არმიებში საშინელი სენის გავრცელება. პოტიომკინმა, საბოლოოდ, დათმო საკუთარი არგუმენტები სუვოროვთან ოჩაკოვზე შეტევის განხორციელების შესახებ. 6 დეკემბრის ღამეს, რუსები თავს დაესხნენ და აიღეს ღაზი ჰასან ფაშას სასახლე, რის შემდეგაც მას და მის ამალას დანებება აიძულეს. თავდასხმის დროს დაიღუპა 10 ათასამდე თურქი და 4 ათასზე მეტი ტყვედ ჩავარდა, მათ შორის თავად ღაზი ჰასან ფაშა, თუმცა ქალაქის გარნიზონში არსებულ მცველთა უდიდესი ნაწილი ქუჩის შეტაკებისას დაიღუპა 一 საუბარია დაახლოებით 20 ათას ადამიანზე. რუსებმა ოპერაციის დასკვნით ეტაპზე 956 მეომარი დაკარგეს, დაიჭრა 1829.

რუსების ამ ალყაში გამარჯვებას გავრილა დერჟავინმა ცნობილი ოდა მიუძღვნა, ხოლო ჯუზეპე სარტმა ცნობილი ლათინური საგალობელი 一 Te Deum 一 შეასრულებინა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  • ისტორიანის ციფრული ვერსია dspace.nplg.gov.ge
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Grant 2017, p. 476.
  2. 2.0 2.1 Duffy C. Russia's Military Way to the West: Origins and Nature of Russian Military Power 1700–1800. Routledge & Kegan Paul Books Ltd. 1985. P. 187
  3. https://www.britannica.com/topic/Russo-Turkish-wars
  4. https://www.britannica.com/biography/Abdulhamid-I