ოქსანა ჩერკაშინა
ოქსანა ჩერკაშინა (დაბ. 1988 წლის 7 მაისი) — თეატრისა და კინოს უკრაინელი მსახიობი, რომელმაც რამდენიმე მნიშვნელოვანი ჯილდოს გარდა, კინოსა და სცენაზე განსაკუთრებულმა შესრულებამ აღიარება მოუტანა.[1]
ოქსანა ჩერკაშინა | |
---|---|
ოქსანა 2020 წელს | |
მშობლიური სახელი | Оксана Черкашина |
დაბადების თარიღი |
ოქსანა ლეონიდივნა ჩერკაშინა, 1988 წლის 7 მაისი (35 წლის), ხარკივი. უკრაინის სსრ, საბჭოთა კავშირი (ამჟამად, უკრაინა) |
ალმა-მატერი | კიევის ეროვნული ი. კ. კარპენკო-კარის თეატრის, კინოსა და ტელევიზიის უნივერსიტეტი (მაგისტრი) |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 2015 წლიდან – დღემდე |
ცნობილი ნაშრომები | ფილმოგრაფია |
ჯილდოები | ქვევით ცხრილში |
ადრეული ცხოვრება და განათლება
რედაქტირებაოქსანა ჩერკაშინა დაიბადა უკრაინის ქალაქ ხარკივში[2] და ადრეული ასაკიდანვე გამოიჩინა ინტერესი ხელოვნების, კერძოდ, თეატრის მიმართ. ოქსანამ ჩააბარა კიევის ეროვნულ ი. კ. კარპენკო-კარის თეატრის, კინოსა და ტელევიზიის უნივერსიტეტში 2005 წელს და მიიღო მაგისტრის ხარისხი 2009 წელს.[1] მასწავლებელი, რეჟისორი და პროფესორი "ტისტოს სამსახიობო სკოლაში 2014 წლიდან.[3]
კარიერა
რედაქტირება2016 წელს იოანა ვიხოვსკამ ოქსანა ჩერკაშინა მიიწვია პოლონურ-უკრაინულ პროექტში ("мапи страху/мапи ідентичності") მონაწილების მისაღებად.[4] ოქსანა ფიქრობდა, რომ ეს იქნეობოდა გარდამტეხი მომენტი თავის კარიერაში, ამიტომ რამდენიმე წლის განმავლობაში ბრიტანულ საბჭოსთან, უკრაინაში არსებულ გოეთეს ინსტიტუტთან და ვარშავის პოლონურ თეატრთან ერთად, მონაწილეობას იღებდა რამდენიმე ავტონომიურ ინიციატივაში. ღირსშესანიშნავ გამოსვლებს შორისაა - "ДПЮ",[5][6][7] "Ресторан Україна",[8][9] "Мій дід копав, мій батько копав, а я не буду".[10][11][12]
ოქსანამ საკუთარი სამსახიობო კარიერა დაიწყო კიევის თეატრში დნეპრის მარცხენა სანაპიროზე მას შემდეგ, რაც მიიღო ხარისხი უნივერსიტეტიდან.[13] ოქსანამ განასახიერა რამდენიმე როლი სხვადასხვა სპექტაკლში და მალევე დაიმკვიდრა ადგილი სამსახიობო დასში. 2019 წელს პოლონურ თეატრში გაწეული შრომისთვის დააჯილდოეს ორი ყველაზე მნიშვნელოვანი პრემიით: მთავარი სამსახიობო ჯილდო და საუკეთესო მსახიობისთვის განკუთვნილი პრემია საღვთო კომედიის ფესტივალზე კრაკოვში.[1] იგი მიიწვიეს თეატრში 2018-2019 წლების სეზონზე, რათა ეთამაშა დრამაში ("Левів не віддамо").[14][15]
ოქსანას საეკრანო დებიუტი შედგა 2015 წელს ვლადისლავ ვდოვჩენკოს ფილმში "Валентинів день", სადაც მან დაიკავა მთავარი როლი. ოქსანამ გაიმარჯვა საუკეთესო მსახიობის ნომინაციაში კიევის საერთაშორისო კინოფესტივალზე. მან მონაწილეობა მიიღო რამდენიმე სხვა ფილმშიც, როგორებიცაა მარინა ერ გორბაჩის "კლონდაიკი" (რისთვისაც მოიგო იგივე პრემია 2022 წელს) და ნატალკა ვოროჟბიტის "ცუდი გზები" (რისთვისაც მოიგო "კინოკოლის" ჯილდო 2020 წელს).[1]
სანდენსის საპატიო დაჯილდოებასა და ბერლინის კინოფესტივალზე "კლონდაიკის" ნახვის შემდეგ, ოქსანა იმედოვნებდა, რომ უკრაინაში სამხედრო ინტერვენცია აღარ მოხდებოდა. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთი შეიჭრა უკრაინაში. პოლიტიკის, მსოფლიოსა და ხელოვნების მიმართ მისი დამოკიდებულება, წინააღმდეგობაში მოდიოდა ამ ყველაფერთან. მას აღარ სწამს პოლიტიკის, ევროკავშირის, ევროპული ერთობისა და გლობალური საზოგადოების, რადგან მათ თითქმის არავითარი რეაგირება არ მოუხდენიათ.[16] გლობალური მასშტაბით ძალადობის სწრაფად მზარდი დონის მიმართ პროტესტის თვალსაზრისით, ოქსანამ "კლონდაიკში" დაინახა, რომ ფილმი "ეძღვნებოდა ყველა ქალს" და კონფლიქტის "მდედრობითი სქესის პერსპექტივიდან" წარმოდგენის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.[17]
ოქსანა მონაწილეობს უკრაინის მიერ ოსკარის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის წარდგენილ "კლონდაიკში". ოქსანამ სახლში წაიღო ფიპრესის საუკეთესო მსახიობის როლისთვის განკუთვნილი ჯილდო პალმ სპრინგსის კინოფესტივალიდან. ოქსანას მომავალი პროექტის, კერძოდ, ნეთფლიქსის სატელევიზიო სერიალის "Absolute Beginners" პრემიერა გაიმართა პოლონეთში 2023 წელს.[2]
პირადი ცხოვრება
რედაქტირებაოქსანა თავისუფლად ლაპარაკობს უკრაინულ, ინგლისურ, პოლონურ და რუსულ ენებზე და გარკვეული საფუძველი გააჩნია ფრანგულისა და გერმანულის გააზრებაში.[2]
ფილმოგრაფია
რედაქტირებაYear | Title[18] | Role | Notes |
---|---|---|---|
2015 | Devachan | A girl | |
2015 | Bring Us Your Women | Oxana Cherkashina | "მერი მაგდალინელის" სეგმენტი |
2016 | Марія Магдалена | Maria | |
2020 | Bad Roads | Combat medic | |
2021 | Синдром Гамлета | Oksana | |
2021 | Приборкання норовливої | Solomiya | |
2022 | Klondike | Irka | |
2023 | Polowanie na cmy | Mrs. Szymalska | პირველი ეპიზოდი |
2023 | Green Border | Ukrainian refugee | |
2023 | Absolute Beginners | Igor's mother |
ჯილდოები და აღიარება
რედაქტირებამშობლიურ უკრაინაში პოპულარობის მოპოვების გარდა, ოქსანა, ასევე, ცნობადი სახე გახდა საზღვარგარეთ. კრიტიკოსებმა და მაყურებლებმა მოიწონეს მისი ნამუშევრები, რომლებსაც ხშირად დაატარებდა საერთაშორისო კინოფესტივალებზე. იგი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული უკრაინელი მსახიობი გახდა თავისი უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციიდან გამომდინარე.[1] უკრაინული კინოს აღნიშვნის დღეს, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა დეკრეტს (№465/2021), რომლის მიხედვითაც ოქსანა უკრაინის დამსახურებული არტისტი გახდა და სახელმწიფო მედლები გადასცა კინოს გამორჩეულ პროფესიონალებს.[19]
Award | Year | Category | Nominated work | Result |
---|---|---|---|---|
Golden Dzyga | 2021 | Best Female Role | Bad Roads | ნომინირებული |
2023 | Klondike | მოგებული | ||
Kinokolo | 2020 | Best Actress | Bad Roads | მოგებული |
2022 | Klondike | მოგებული | ||
Southeast European Film Festival | 2022 | Outstanding Acting Achievements | Klondike | მოგებული |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Черкашина Оксана Леонідівна | АлиБаба uk (2024-02-01). ციტირების თარიღი: 2024-03-08
- ↑ 2.0 2.1 2.2 Oksana Cherkashyna - Actress - e-TALENTA. ციტირების თარიღი: 2024-03-08
- ↑ Школа актерского мастерства «Тесто» (2020-12-08). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-08. ციტირების თარიღი: 2024-03-08
- ↑ Парад сміливців | Збруч (2020-12-07). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-07. ციტირების თარიღი: 2024-03-08
- ↑ Спектакль «ДПЮ» помогает найти диалог между гражданскими и военными (2020-12-08). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-08. ციტირების თარიღი: 2024-03-08
- ↑ "ДПЮ": война за пять простых уроков - портал новостей LB.ua (2020-12-06). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-06. ციტირების თარიღი: 2024-03-08
- ↑ Голос Харькова о войне. Театр «Прекрасные цветы» впервые заговорит на сцене в спектакле «ДПЮ». Новости досуга в Украине Харькове. Весь Харьков (2020-12-08). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-08. ციტირების თარიღი: 2024-03-08
- ↑ «Дай, сколько можешь»: харьковские актёры рассказывают о коррупции - MediaPort (2020-12-07). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-07. ციტირების თარიღი: 2024-03-08
- ↑ «Ресторан Украина» на мариупольском Гогольфесте :: Мариуполь - Театр :: Новостной портал Мариуполя (2020-12-07). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-07. ციტირების თარიღი: 2024-03-08
- ↑ «Мій дід копав…»: хаос пам’яті « Korydor | журнал про сучасну культуру (2020-07-04). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-07-04. ციტირების თარიღი: 2024-03-08
- ↑ Кінець удавання: мапи ідентичності українського (а)театру :: Teatre :: современный театр в Украине (2020-12-02). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-02. ციტირების თარიღი: 2024-03-08
- ↑ Перший перегляд українських театрів ДесантUA - Польське Радіо (2020-12-08). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-08. ციტირების თარიღი: 2024-03-08
- ↑ Міністерство культури України :: Результати конкурсу на заміщення вакантної посади артиста драми в ТВЗК "Київський академічний театр драми і комедії на лівому березі Дніпра" (2021-05-20). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-05-20. ციტირების თარიღი: 2024-03-08
- ↑ Lwów nie oddamy – Mirosław Wlekły (2020-12-05). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-05. ციტირების თარიღი: 2024-03-08
- ↑ W paszczy lwów – o spektaklu Katarzyny Szyngiery “Lwów nie oddamy” z Teatru im. Wandy Siemaszkowej w Rzeszowie - DOMAGALAsieKULTURY : DOMAGALAsieKULTURY (2020-12-08). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-08. ციტირების თარიღი: 2024-03-08
- ↑ jburkepmc. (2022-04-10) Oksana Cherkashyna: “I am not the same” en-US. ციტირების თარიღი: 2024-03-08
- ↑ Shriijth, Sajin. (2022-12-12) IFFK 2022: Klondike has an anti-war message: Oksana Cherkashyna en. ციტირების თარიღი: 2024-03-08
- ↑ Oksana Cherkashyna | Actress en-US. ციტირების თარიღი: 2024-03-08
- ↑ Зеленський нагородив орденами і почесними званнями 43 артистів, серед них колегу по серіалу "Слуга народу" Боклана uk (2021-09-12). ციტირების თარიღი: 2024-03-08