არსენ ოქროჯანაშვილი

ქართველი გეოგრაფი
(გადამისამართდა გვერდიდან ოქროჯანაშვილი, არსენ)

არსენ ანდრიას ძე ოქროჯანაშვილი (დ. 25 ოქტომბერი, 1930, სოფელი თოფახი, კახის რაიონი, აზერბაიჯანი — გ. 4 ოქტომბერი, 1965, წულუკუძის რაიონი, ამჟამად ხონის მუნიციპალიტეტი, საქართველო) — ქართველი გეოგრაფი.

არსენ ოქროჯანაშვილი
დაბ. თარიღი 25 ოქტომბერი, 1930(1930-10-25)[1]
დაბ. ადგილი თოფახი, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 4 ოქტომბერი, 1965(1965-10-04)[1] (34 წლის)
გარდ. ადგილი ტობის მღვიმეები, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა  სსრკ
საქმიანობა გეოგრაფი[1] და სპელეოლოგი
მუშაობის ადგილი ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი
ჯილდოები სსრკ-ის სახელმწიფო პრემია

ბიოგრაფია

რედაქტირება

1955-1958 წლებში მუშაობდა ზაქათალის რაიონის სოფ. ალიაბადის ქართულ საშუალო სკოლის მასწავლებლად, შემდეგ კი დირექტორად.

1958 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად. იგი აქტიურად ჩაება საქართველოს კარსტული ფენომენების, განსაკუთრებით, მიწისქვეშა წარმონაქმნების კვლევაში; მონაწილეობდა კარსტოლოგიურ ექსპედიციებში, იკვლევდა გუმისთა-კელასურის, არგვეთა-ოკრიბის, წებელდის, აგრეთვე ასხის, გუმისთის, ბზიფისა და არაბიკის კირქვული მასივებისა და რაიონების სპელეოლოგიურ ბუნებას. ჩატარებული სამუშაოების შედეგად გამოაქვეყნა რიგი სამეცნიერო შრომები. აღსანიშნავია მისი კვლევით სამუშაო ასხის კირქვული მასივის სამხრეთ ნაწილში, სადაც აღმოაჩინა და შეისწავლა რამენიმე ახალი მიწისქვეშა კარსტული სიღრუე, მათ შორის, ტობის გამოქვაბული, რომელსაც მისი გარდაცვალების შემდეგ არსენ ოქროჯანაშვილის სახელი ეწოდა. იგი თანავტორია საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრისა. მან თავისი სიცოცხლე შესწირა ასხის კირქვული მასივის შესწავლას, სადაც იგი 1965 წლის 4 ოქტომბერს მის ფერდობზე ტრაგიკულად დაიღუპა. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს კარსტის შესწავლაში, კერძოდ, ახალი ათონის კარსტული მღვიმის კვლევაში. კახში არის არსენ ოქროჯანაშვილის ქუჩა, რომელიც მდებარეობს ჰეიდარ ალიევის პარკის ქვემოთ. მიღებული აქვს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი (1962). ქართველი სპელეოლოგი.

ახალი ათონის მღვიმის კომპლექსის შექმნისასთვის მეცნიერთა და მშენებელთა ჯგუფთან ერთად 1977 წელს მიენიჭა სსრკ სახელმწიფო პრემია.

კახში არის არსენ ოქროჯანაშვილის ქუჩა, რომელიც მდებარეობს ჰეიდარ ალიევის პარკის ქვემოთ.

ლიტერატურა

რედაქტირება

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება