ტობის მღვიმეები

მღვიმე საქართველოში

ტობის მღვიმეები — კარსტული მღვიმეები მდინარე ტობის (აბაშის მდგენელი) აუზში. გამომუშავებულია ტურონ-სენონურ კირქვებში. 12 მღვიმეა, მათ შორის უდიდესი — არსენ ოქროჯანაშვილის სახელობის — მდებარეობს ზღვის დონიდან 790 მ-ზე. აქვს დერეფნის ფორმა. საშუალო სიმაღლე — 9 მ, საშუალო სიგანე — 5 მ, ჯამური სიგრძე — 1300 მ. მდიდარია ჰემოგენური ნალექებით. მღვიმიდან გაედინება ნაკადი, რომელიც ჩანჩქერს წარმოშობს. ამ მღვიმის ჩრდილოეთით, 1 კმ-ზე, იხსნება — ტობა I მღვიმე, რომლის სიგრძეა 700 მ. მისგან გამოდის მიწისქვეშა მდინარე და ზედაპირზე ქმნის ტობის ჩანჩქერს (სიმაღლე 21 მ).

ლიტერატურა რედაქტირება