ოქროს პეპელა — საბავშვო ფილმების ფესტივალი; დაარსდა 2011 წლის 1 ივნისს, ევროპული სკოლის სატელევიზიო სტუდიის ბაზაზე (ESTV). ფესტივალი გათვლილია ბავშვებზე. ფილმის სცენარის ავტორი, რეჟისორი, ოპერატორი და მემონტაჟე უნდა იყოს ბავშვი. ფესტივალს აქვს როგორც საკონკურსო, ასევე არასაკონკურსო პროგრამა. ფესტივალის ორგანიზატორი რეჟისორი, ირაკლი ჯაოშვილია.

ოქროს პეპელა

ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
პირველად გადაეცა 2011, 1 ივნისი[1]

ნომინაციები

რედაქტირება

ფესტივალის ჟიური, გამარჯვებულს 10 ნომინაციაში ავლენს:

  • საუკეთესო სცენარი
  • საუკეთესო რეჟისორი
  • საუკეთესო ოპერატორი
  • საუკეთესო მონტაჟი
  • საუკეთესო მსახიობი გოგონა
  • საუკეთესო მსახიობი ვაჟი
  • საუკეთესო ეპიზოდური როლი
  • საუკეთესო მუსიკალური გაფორმება
  • საუკეთესო გრაფიკა
  • საუკეთესო ანიმაცია

ოქროს პეპელა 2012

რედაქტირება

„ოქროს პეპელა 2012“ 30 მაისს გაიხსნება და სამ დღეს გასტანს. იგი 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, საზეიმოდ დაიხურება. მანამდე კი (30—31 მაისს) გაიმართება არასაკონკურსო ფილმების ჩვენება და მასტერკლასი.

სქოლიოს სია

რედაქტირება