ოქროს ბურთუსოვანი

ოქროს ბურთუსოვანი (აღდგომის ხატი) — ქვის ჯვარი, საკულტო ძეგლი. მდებარეობს სტეფანწმინდიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით. დგას მთლიანი ქვის ოთხკუთხა დაბალ ბაზისზე, რომელშიც მოწყობილია სასანთლე თახჩა. ჯვრის მარცხენა მკლავზე ამოკაწრული იყო წარწერა (ამჟამად აღარ იკითხება). ჯვარი შეთეთრებულია კირით. ხატს ჰქონდა ყანები, რომელსაც რიგ-რიგობით ხნავდნენ ხუთი გვარის (გიგაურები, გომიშვილები, აფხოშვილები, ჩიფიკაშვილები, ალიბეგაშვილები) წარმომადგენლები, რომლებიც დღესასწაულობენ აღდგომას და იხადიან ათენგენობასაც.

ლიტერატურა

რედაქტირება