ოქროპირ მაგრაქველიძე
ბიოგრაფია
რედაქტირება1977 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალობით.
1972-1977 წლებში იყო სამშენებლო-სარემონტო ტრესტ „საქკომუნრემმშენის“ სპეციალიზებული სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს ბრიგადირი. 1977-1978 წლებში მუშაობდა სამშენებლო ტრესტ „საქჰიდროენერგომშენის“ საინჟინრო ნაგებობათა სამშენებლო სამმართველოში ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად. 1978-1986 წლებში ჟინვალის ჰიდროენერგოსადგურის მშენებლობაზე სამშენებლო უბნის ოსტატად და უფროსად. 1987-1993 წლებში იყო სსრ კავშირის სატრანსპორტო მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ „კავგვირაბმშენის“ N23 საგვირაბო რაზმის (სამმართველოს) უფროსის მოადგილე, სამშენებლო ტრესტ „საქგვირაბმშენის“ N25 საგვირაბო რაზმის მთავარი ინჟინერი, ამავე რაზმის უფროსი. 1993-1995 წლებში იყო დახურული ტიპის სს „N2 საგვირაბო რაზმის“ გენერალური დირექტორი. 1995-2001 წლებში სააქციო საზოგადოება „N44 საგვირაბო რაზმის“ მოსკოვის N2 ფილიალის დირექტორი. 2001 წლიდან შპს სამშენებლო სამმართველო „ხიდებისა და გვირაბების“ გენერალური დირექტორია. ხელმძღვანელობდა კავკასიონის ქედის ზონაში საუღელტეხილო რკინიგზის, ქალაქი მოსკოვისა და მისი შემოგარენის მაგისტრალურ გზებზე ხელოვნურ ნაგებობათა მშენებლობას, ასევე, მოსკოვის მეტროპოლიტენის სასადგურო კვანძების მშენებლობას.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. თბ., 2017, გვ. 359