ოქრომჭედელთა ქუჩა
ოქრომჭედელთა ქუჩა — ქუჩა თბილისში, კრწანისის რაიონში (ზემო უბანი); კალისტრატე ცინცაძის ქუჩიდან ვერცხლის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილი ქუჩების სიაში შეტანილია როგორც იუველირის შესახვევი. ამ ძველთბილისურ ვიწრო, მიხვეულ-მოხვეულ ქუჩაზე იყო ოქრომჭედლების სახელოსნოები და დუქნები. ოქრმომჭედელთა ქუჩა დაერქვა 1960 წელს. აქვს 1 გასასვლელი.
ოქრომჭედელთა ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | კრწანისის რაიონი |
ისტორიული რაიონი | ზემო უბანი |
წინა სახელები | იუველირის შესახვევი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 135, ISBN 978-99928-20-35-3.