კალისტრატე ცინცაძის ქუჩა

კალისტრატე ცინცაძის ქუჩა — ქუჩა თბილისში, კრწანისის რაიონში (ზემო უბანი); კოტე აფხაზის ქუჩიდან ილია და ნინო ნაკაშიძეების ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნის დასაწყისში. ადრე ერქვა ოქოევის ქუჩა (ოქოევი იყო მსხვილი კაპიტალისტი, რომელსაც აქ ჰქონდა მიწის ნაკვეთი, ქარვასლა და საკუთარი სახლები). თბილისის 1867 წლის გეგმაზე დატანილია როგორც მცირე ტალახიანი ქუჩა. 1900 წელს მცხოვრებთა თხოვნით ისევ ოქოევის ქუჩა დაერქვა. ასეა დატანილი თბილისის 1900 წლის გეგმაზე. 1925 წელს გარსევან მამაცაშვილის სახელი ეწოდა. თბილისის ქუჩების 1940 წლის ცნობარში შეტანილია როგორც გრიგოლ კოტოვსკის ქუჩა. 1990 წელს კათალიკოს კალისტრატე ცინცაძის სახელი დაერქვა. შემონახულია XIX საუკუნის საცხოვრებელი სახლები.

კალისტრატე ცინცაძის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი კრწანისის რაიონი
ისტორიული რაიონი ზემო უბანი
წინა სახელები ოქოევის ქუჩა, მცირე ტალახიანი ქუჩა, გრიგოლ კოტოვსკის ქუჩა

ლიტერატურა რედაქტირება