ოტო II წითური

(გადამისამართდა გვერდიდან ოტო II)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ოტო II (მრავალმნიშვნელოვანი).

ოტო II (გერმ. Otto II.; დ. 955 — გ. 7 დეკემბერი, 983, რომი) — აღმოსავლეთ ფრანკთა სამეფოს (961–983) და იტალიის მეფე (967–983) მეფე, საღვთო რომის იმპერიის იმპერატორი 973–983 წლებში. ოტო I დიდის და ადელაიდა ბურგუნდიელის ვაჟი. განამტკიცებდა იმპერიის საეპისკოპოსო სისტემას და ცენტრალურ ხელისუფლებას. 978 წელს ჩაახშო ბავარიის ჰერცოგის ჰაინრიხ II-ის აჯანყება, რომელსაც ბოჰემიისა და პოლონეთის საჰერცოგოები უჭერდნენ მხარს. 980 წელს საფრანგეთს დაათმობინა ლოთარინგია. 981 წელს შეიჭრა სამხრეთ იტალიაში, მაგრამ არაბებთან ბრძოლაში (982) სასტიკად დამარცხდა კროტონთან (კალაბრია).

ოტო II

დაკრძალულია ვატიკანის წმინდა პეტრეს ტაძარში.

972 წელს იქოწინა თეოფანუზე, ბიზანტიის იმპერატორის იოანე ციმისხის ძმისშვილზე, რომელთანაც შეეძინა:

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 604.
  • Reuter, Timothy, The New Cambridge Medieval History, Vol. III: c. 900-c. 1024, Cambridge University Press, 2000
  • Canduci, Alexander (2010), Triumph & Tragedy: The Rise and Fall of Rome's Immortal Emperors, Pier 9, ISBN 978-1-74196-598-8
  • Duckett, Eleanor (1968). Death and Life in the Tenth Century. Ann Arbor: University of Michigan Press.
  • Comyn, Robert. History of the Western Empire, from its Restoration by Charlemagne to the Accession of Charles V, Vol. I. 1851
  • Sismondi, J. C. L. History of the Italian Republics in the Middle Ages. 1906

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება