ოტის რეი რედინგი უმცროსი (ინგლ. Otis Ray Redding, Jr.; დ. 9 სექტემბერი, 1941 — გ. 10 დეკემბერი, 1967) — ამერიკელი მომღერალი, ჩანაწერის პროდიუსერი, სიმღერებისა და არანჟირების ავტორი. იგი მიჩნეულია ერთ-ერთ უდიდეს მომღერლად ამერიკის პუპულარული მუსიკის ისტორიაში და ასევე სანიმუშო შემსრულებლად სოულსა და რიტმ-ენდ-ბლუზის ჟანრში. მისმა სიმღერის სტილმა გავლენა იქონია 1960-იანი წლების სოულის სხვა შემრულებლებზე. სიცოცხლის პერიოდში მის ჩანაწერებს აწარმოებდა ლეიბლი Stax Records — დაფუძნებული მემფისში, ტენესი.

ოტის რედინგი

ოტის რედინგი 1967 წელს
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ოტის რეი რედინგი უმცროსი
აგრეთვე ცნობილი როგორც სოულის მეფე[1]
შეშლი კაცი მეიკონიდან[2]
დაბ. თარიღი 9 სექტემბერი, 1941
დაბ. ადგილი დოვსონი, ჯორჯია, აშშ
გარდ. თარიღი 10 დეკემბერი, 1967 (26 წლის)
გარდ. ადგილი მადისონი, უისკონსინი, აშშ
ეროვნება აფრო-ამერიკელები[3]
ჟანრ(ებ)ი სოული, რიტმ-ენდ-ბლუზი
საქმიანობა მომღერალი, სიმღერების ავტორი
აქტიური 1958–1967
ლეიბლ(ებ)ი Stax Records, Volt Records, Atco Records. Rhino Records, Sundazed Records
საიტი ოფიციალური საიტი
ოტის რედინგი ვიკისაწყობში

დაიბადა და გაიზარდა ჯორჯიის შტატში, აშშ. ოტისმა 15 წლის ასაკში სწავლას თავი ანება და ოჯახის დასახმარებლად მუშაობა დაიწყო ლიტლ რიჩარდის ჯგუფ Upsetters-ში. 1958 წელს იგი შეუერთდა ჯონი ჯენკინსის ჯგუფს Pinetoppers, ვისთან ერთადაც მიიღო მონაწილეობა სამხრეთ შტატების ტურნეებში. ამას მოჰყვა კონტრაქტი Stax Records-თან და პირველი სინგლის, „These Arms of Mine“-ის გამოშვება 1962 წელს. ორი წლის შემდეგ Stex-მა გამოსცა რედინგის სადებიუტო ალბომი Pain In My Heart.

ადრეულ პერიოდში იგი მხოლოდ აფრო-ამერიკელებში სარგელობდა პოპულარობით, თუმცა მოგვიანებით მან მოიზიდა ამერიკის პოპ მუსიკის ფართო აუდიტორია. პირველი მცირემასშტაბიანი კონცერტი ჯგუფთან ერთად გამართა სამხრეთ აშშ-ში. შემდეგ შეასრულა ლოს-ანჯელესის პოპულარულ კლუბ Whisky a Go Go-ში, ასევე მოაწყო ტურნე ევროპაში, ლონდონში, პარიზსა და სხვა ძირითად ქლაქებში. 1967 წელს გამოვიდა მონტერეის პოპ პესტივალზე.

გარდაიცვალა 1967 წლის 10 დეკემბერს, ავიაკატასტროფაში, ქალაქ მადისონში, უისკონსინის შტატში. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე რედინგმა ჩაწერა იკონური სინგლი „(Sittin' On) The Dock of the Bay“ სტივ კროპერთან ერთად. სიმღერა იქცა სიკვდილის შემდგომ პირველ ჩანაწერად, რომელმაც Bilbord Hot 100-სა და R&B ჩარტებში პირველი ადგილი დაიკავა.[4] ხოლო Dock of the Bay იყო პირველი ალბომი, რომელიც აღმოჩნდა პირველ ადგილზე დიდი ბრიტანეთის ალბომების ჩარტებში.[5]

ოტისის გარდაცვალების შემდეგ Stax Records გაკოტრების ზღვარზე დაადგა, თუმცა უახლოეს ხანში, მთლიანი სიმღერების კატალოგის საავტორო უფლებები Atlantic Records-მა შეიძინა, რამაც იხსნა იგი გაბანკროტებისგან.

რედინგმა მიიღო უამრავი ჯილდო, მათ შორის გრემის ჯილდო ცხოვრებისეული დამსახურებისთვის,[6] ასევე შეყვანილი იქნა როკ-ენ-როლისა და სიმღერების ავტორთა დიდების დარბაზში[7]. ჟურნალმა როლინგ სტოუნმა ყველა დროის 100 საუკეთესო მომღერლის სიაში რედინგს 21-ე ადგილი მიუჩინა.[8] კომპოზიციები “(Sittin’ on) The Dock of the Bay”, „Respect” და „Try a Little Tenderness“ მიჩნეულია მის ყველაზე ცნობილ სიმღერებად. ოტის რედინგმა გავლენა იქონია ისეთ შემსრულებლებზე როგორებიცაა The Rolling Stones, Led Zeppelin, ჯენის ჯოპლინი, Grateful Dead,[9] Lynyrd Skynyrd, Doors და სხვა.

დისკოგრაფია

რედაქტირება

სტუდიური ალბომები

სიკვდილის შემდგომი ალბომები

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Seidenberg, Robert (9 დეკემბერი, 1994). „Death of the King of Soul“. Entertainment Weekly (252). ციტირების თარიღი: 25 ნოემბერი, 2012. ციტატა: „Paying tribute to the King of Soul – Twenty-seven years after his death, Otis Redding's influences is still strong“ შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  2. Labrie, Peter (April 1968). "The Flame That Died". Black World/Negro Digest.p. 38 Johnson Publishing Company.
  3. Southern E. Biographical Dictionary of Afro-American and African MusiciansGreenwood Publishing Group, 1982.
  4. Lichter-Marck, Rose. (25 მარტი, 2011) The undying soul of Otis. The Daily Holdings, Inc.. ციტირების თარიღი: 13 მაისი, 2011.
  5. 1968 Top 40 Official UK Albums Archive 22nd June 1968. The Official Charts Company (2010). ციტირების თარიღი: October 19, 2011.
  6. Lifetime Achievement Award. The Recording Academy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-02-17. ციტირების თარიღი: 6 მაისი, 2011.
  7. "Otis Redding" დაარქივებული 2010-12-18 საიტზე Wayback Machine. . Songwriters Hall of Fame. დაარქივებულია 6 მაისი, 2011..
  8. 8) Otis Redding. Rolling Stone. Wenner Media. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 ივნისი, 2011. ციტირების თარიღი: 6 მაისი, 2011.
  9. In Popular Culture. Otis Redding Official Website. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-12-19. ციტირების თარიღი: 2 ივლისი, 2011.