ოსტროგსკის სასახლე
ოსტროგსკის სასახლე - ისტორიული სასახლე ვარშავაში, ტამკას ქუჩაზე, პოვიშლეს უბანში. სასახლეში განთავსებულია ფრიდერიკ შოპენის მუზეუმი.
ოსტროგსკის სასახლე | |
---|---|
Pałac Ostrogskich | |
| |
ალტერნატიული სახელები | Zamek Ostrogskich |
ზოგადი ინფორმაცია | |
შენობის ტიპი | სასახლე |
არქიტექტურული სტილი | ბაროკო |
ქვეყანა | პოლონეთი |
მდებარეობა | ვარშავა |
კოორდინატები | 52°14′11″ ჩ. გ. 21°01′22″ ა. გ. / 52.2364167° ჩ. გ. 21.0228472° ა. გ. |
დამკვეთი | შოპენის მუზეუმიშოპენის მუზეუმი |
მფლობელი | ფრიდერიკ შოპენის საზოგადოება |
დასრულდა | 1681 |
დაინგრა | 1944 |
ზომები და ტექნიკური დეტალები | |
სართულთა რაოდენობა | 3 |
არქიტექტორ(ებ)ი | ტილმან ვან გამერენი |
ისტორია
რედაქტირებაXVII საუკუნის დასაწყისში, თავადმა იანუშ ოსტროგსკიმ იყიდა მიწა მდინარე ვისლას მარცხენა ნაპირზე, ქუჩა ნოვი სვიატის სამხრეთით. ეს ტერიტორია მაშინ ვარშავის გარეუბანი იყო, შესაბამისად, აქ არ ვრცელდებოდა ქალაქის კანონები, რომლებიც კერძო მშენებლობებს ზღუდავდა. ოსტროგსკის ამ ადგილას მამულის გაშენება ჰქონდა გადაწყვეტილი. თავდაპირვბელად მან ბასტიონი ააშენებინა, ბასტიონის შიგნით მამული უნდა მოწყობილიყო. იანუშ ოსტროგსკი ისე გარდაიცვალა, რომ გეგმების ასრულება ვერ მოასწრო. ტერიტორია იან გნინსკიმ შეიძინა და არქიტექტორ ტილმან ვან გამერენს ბასტიონზე სასახლის მშენებლობა შეუკვეთა. სასახლე 1681 წელს აშენდა.
XVIII-XIX საუკუნეებში სასახლემ რამდენიმეჯერ გამოიცვალა მესაკუთრე და შეიცვალა ფუნქცია. აქ განთავსებული იყო ყაზარამა, ლაზარეთი, ბავშვთა სახლი, სტუდენტურ საცხოვრებელი და სხვ. 1859 წელს შენობა ვარშავის კონსერვატორიამ დაიკავა. აქ მიიღეს განათლება სტანისლავ მონიუშკომ და იგნაცი იან პასდერევსკიმ. 1913 წელს სასახლე გააფართოეს. ოსტროგსკის სასახლე დაინგრა 1944 წელს, გერმანელების მიერ ვარშავის აჯანყების ჩახშობის შემდეგ. სასახლე ხელახლა ააშენეს 1949-1954 წლებში, ის აღადგინეს პირვანდელი სახით, 1913 წლის მიშენების გარეშე.
შოპენის მუზეუმი
რედაქტირებაშოპენის მუზეუმი დააარსა ფრიდერიკ შოპენის საზოგადოებამ 1930 წელს. მათ 30-იან წლებშივე დაიწყეს ფოტოების, ბიბლიოეთეკის შეგროვება, სხვადასხვა მფლობელისგან გამოისყიდეს 13-მდე ღირებული ხელნაწერი. 1945 წელს შოპენის მუზეუმი კვლავ გაიხსნა, ხოლო 1953 წლიდან მუზეუმმა უკვე ოსტროგსკის სასახლეში დაიდო ბინა. მუზეუმი მოიცავს შოპენის ორიგინალურ ხელნაწერებს, ფოტოებს, სკულპტურებს, წერილებს, საკონსკურსო ნამუშევრებს, პიანინოს. 2010 წელი ვარშავაში შოპენის წელი იყო. ამასთან დაკავშირებით შენობა მნიშვნელოვნად განაახლეს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: ოსტროგსკის სასახლე
- შოპენის საზოგადოება დაარქივებული 2011-08-09 საიტზე Wayback Machine.
- სასახლის ფოტოები
- Ostrogski Castle
- The Frederick Chopin Museum