ბასტიონი
ბასტიონი (ფრანგ. Bastion < გვიანდ. ლათ. Bastillio „ვაგებ სიმაგრეს“) — ციხესიმაგრის გალავნის კუთხეებში დატანებული ხუთწახნაგა ნაგებობა, საიდანაც ცეცხლს უშენდნენ მოწინააღმდეგეს. პირველად ბასტიონი იტალიაში გაჩნდა XV საუკუნის დასასრულს, XVI საუკუნეში — რუსეთში. ციხესიმაგრის ბასტიონებს ზარბაზნების დასადგმელად ჰქონდა 1 ან 2 მიწაყრილი. ბასტიონის წინა მხარეს ეწოდებოდა ფასი, გვერდითა ნაწილებს ფლანგები, ზურგის შიდა მხარეს — გორჟა. ორი მეზობელი ბასტიონის ერთმანეთისაკებ მიმართული ნაწილები და მათი შემაერთებელი კედლის მონაკვეთი — კურტინა — ჰქმნიდა ბასტიონის ფრონტს. საქართველოში ზოგიერთ ციხესიმაგრის გალავანს ჰქონდა კუთხეებში იმავე დანიშნულების მრგვალი კოშკები — ბურჯები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 225.