ოსმან I
ოსმან I ღაზი (თურქ. Osman I Gazi, ოსმალ.: عثمان بن أرطغل; ქართ. დამპყრობელი; დ. დაახლ. 1258, შუქუთი, თურქეთი — გ. 1326, ბურსა) — ოსმანთა სახელმწიფოს დამაარსებელი, ბეგი, რომელსაც სულთნადაც მოიხსენიებენ.
ოსმან I | |
---|---|
Gazi Sultan Osman | |
ოსმალეთის იმპერიის 1-ლი სულთანი | |
მმართ. დასაწყისი: | 17 იანვარი, 1299 |
მმართ. დასასრული: | 29 ივლისი, 1326 (27 წელი) |
მემკვიდრე: | ორჰან I |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1258 |
დაბ. ადგილი: | სოღუთი |
გარდ. თარიღი: | 1 აგვისტო, 1326 (68 წლის) |
გარდ. ადგილი: | ბურსა |
მეუღლე: |
მალჰუნ ხათუნი რაბია ბალა ხათუნი |
შვილები: |
ორჰან I ალაედინ-ფაშა ფაზარლი ბეი ჩობან ბეი ჰამიდ ბეი მელიქ ბეი სავჯი ბეი შეჰზადე ერთუღრული ფატმა ხათუნი |
დინასტია: | ოსმანები |
მამა: | ერთუღრულ გაზი |
დედა: | ჰალიმე ხათუნი |
რელიგია: | ისლამი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაოსმანი იყო თურქთა ურდოების ბეგის ერთუღრულისა და ჰალიმე ხათუნის შვილი და პირველი ბეგის სულეიმანის შვილიშვილი.
იგი თავდაპირველად თურქ-სელჩუკთა ვასალი იყო და მათ სამეფოს იცავდა ბიზანტიელებისაგან. 1288 წელს მამის სიკვდილის შემდგომ იგი მცირე აზიაში მოსახლე თურქთა ურდოების ბეგი გახდა, რომლებმაც შემდგომში მისი სახელი მიიღეს და იწოდებოდნენ „ოსმანებად“. 1299 წელს ოსმანი დამოუკიდებელი მმართველი გახდა და თითქმის მთელი მცირე აზია დაიპყრო. აქედან გამომდინარე იგი ითვლება „ოსმალეთის იმპერიის“ დამაარსებლად და მის პირველ სულთნად.
1326 წელს მან აიღო ქალაქები ბურსა და ნიკეა (დღევანდელი იზნიქი). იგი იმავე წელს გარდაიცვალა და ოსმალეთის სულთანი გახდა მისი ვაჟი — ორჰან I.