სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იზნიქი (მრავალმნიშვნელოვანი).

იზნიქი (თურქ. İznik; ბერძ. Νίκαια) — ქალაქი და რაიონი თურქეთის ბურსის პროვინციაში. იზნიქის ისტორიული სახელია ნიკეა. ქალაქი მდებარეობს იზნიქის ტბის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობაა ბიზანტიური ციხესიმაგრის კედლები. 1922 წლამდე ქალაქში შემონახული იყო მოზაიკით მორთული მიძინების ეკლესია, მცირე აზიაში ბიზანტიური ხელოვნების ყველაზე მნიშვნელოვანი ნიმუში. 1922 წელს დაანგრია თურქეთის ხელისუფლებამ.

ქალაქი
იზნიქი
თურქ. İznik

თანამედროვე იზნიქის ხედი
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
პროვინცია ბურსა
კოორდინატები 40°25′44″ ჩ. გ. 29°43′10″ ა. გ. / 40.42889° ჩ. გ. 29.71944° ა. გ. / 40.42889; 29.71944
ფართობი 737 კმ²
მოსახლეობა 22 507 კაცი (2012)
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
საფოსტო ინდექსი 16860
ოფიციალური საიტი iznik.bel.tr
იზნიქი — თურქეთი
იზნიქი

ქალაქის დაარსების ზუსტი თარიღი უცნობია. თავდაპირველი ქალაქი, რომელიც ანკორეს, ან ჰელიკორეს სახელით იყო ცნობილი, დაანგრიეს მიზიელებმა. ძვ. წ. 316 წელს აღადგინა ანტიგონე I ცალთვალამ და თავის პატივსაცემად უწოდა ანტიგონია (ბერძ. Αντιγόνεια). ძვ. წ. 301 წელს ქალაქი გადავიდა თრაკიის მეფის, ლისიმაქეს ხელში, რომელსაც მან თავისი ცოლის, ნიკეას პატივსაცემად ნიკეა უწოდა.

ქალაქმა დიდი როლი ითამაშა ქრისტიანობის განვითარებაში. მასში ჩატარდა ორი მსოფლიო საეკლესიო კრება:

1078 წელს ქალაქი გადავიდა თურქი სელჯუკების ხელში. 1097 წლის ჯვაროსნებისა და ბიზანტიელების ალყის შემდეგ, ქალაქი კვლავ ბიზანტილებების ხელში დაბურნდა (1330 წლამდე).

1204—1261 წლებში ქალაქი ნიკეის იმპერიის დედაქალაქია.

დაახლოებით 1330 წელს ქალაქი დაიპყრეს თურქებმა და შევიდა ოსმანთა იმპერიის შემადგენლობაში. იმ დროიდან ქალაქი ატარებს თავის ამჟამინდელ სახელწოდებას – იზნიქი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება