ოსვალდო ბაკა

პერუელი ქიმიკოსი

ოსვალდო მენდოსა ბაკა (ესპ. Oswaldo Mendoza Baca; დ. 5 აგვისტო, 1908 — გ. 9 აპრილი, 1962) — პერუელი ქიმიკოსი. პროფესორი. იგი დაინტერესებული იყო გენეტიკით.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ოსვალდო მენდოსა ბაკა დაიბადა 1908 წლის 5 აგვისტოს, კუსკოში. სწავლობდა კუსკოს პირველ ცენტრალურ დაწყებით სკოლასა და მეცნიერების ეროვნულ კოლეჯში.

1929 წელს, მან სან-ანტონიოს ეროვნულ უნივერსიტეტში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ფიზიკის და მათემატიკის ფაკულტეტებზე დაიწყო სწავლა და 1933 წლის ივნისში, მეცნიერების ბაკალავრის ხარისხით დაამთავრა.

1933 წელს, უნივერსიტეტის დამთავრებამდე ორი თვით ადერე, ოსვალდო ბაკა, მეცნიერების ფაკულტეტის არაორგანული და ორგანული ქიმიის პროფესორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. ესპანეთის მთავრობისგან დაფინანსების მიღების შემდეგ, იგი ესპანეთში გაემგზავრა და დაიწყო კვლევა დოქტორ ენჯელ დელ კამპოს მიმართულებით. 1937 წელს, ესპანეთის სამოქალაქო ომის გამო, ბაკა პერუში დაბრუნდა.

1960 წლის 3 ნოემბერს, ოსვალდო ბაკა, კუსკოს უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტის ხელმძღვანელად აირჩიეს. აღნიშნული თანამდებობა მას გარდაცვალებამდე ეკავა.

გარდაიცვალა 1962 წლის 9 აპრილს, პერუს ქალაქ კუსკოში.

მისი მნიშვნელოვანი ნაშრომებია „La Mecánica Ondulatoria“, „Colorantes Pre-colombinos“ და „Leyes Genéticas de los Elementos Químicos, Nuevo Sistema Periódico“ (1954).

2012 წლის 14-16 აგვისტოს, პერიოდული სისტემის შესახებ კუსკოში გამართული მესამე საერთაშორისო კონგრესი, ოსვალდო ბაკას ხსოვნას მიეძღვნა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Guevara, Juan de Dios, Historia de la Química en el Perú, CONCYTEC, Lima, 1993.