ორნელა მუტი (იტალ. Ornella Muti, ნამდვილი სახელი ფრანჩესკა რომანა რიველი, იტალ. Francesca Romana Rivelli; დ. 9 მარტი, 1955, რომი, იტალია) — იტალიელი მსახიობი.

ორნელა მუტი
დაბადების სახელი ფრანჩესკა რომანა რიველი
დაბადების თარიღი 9 მარტი, 1955 (1955-03-09) (69 წლის)
რომი, იტალიის დროშა იტალია
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1970 — დღემდე
ჯილდოები “იტალიის რესპუბლიკის წინაშე გაწეული სამსახურის“ ორდენი
საიტი www.ornellamuti.it

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1955 წლის 9 მარტს რომში. მამამისი ნეაპოლიტანელია, ხოლო დედა წარმოშობით ესტონეთიდანაა. ფილმებში თამაშობს 15 წლის ასაკიდან. ძირითადად იტალიურ ფილმებში, თუმცა 1980 წელს ითამაშა ბრიტანულ ფანტასტიკურ ფილმში „ფლეშ გორდონი“. 1984 წელს გამოჩნდა გერმანელი კინორეჯისორის ფოლკერ შლენდორფის ფილმში „სვანის სიყვარული“ ალენ დელონთან ერთად. მუტი მუშაობდა იტალიელ რეჯისორებთან, – მარკო ფერერთან და დინო რიზთან, ერთად. ფლობს უძრავ ქონებას იტალიაში, საფრანგეთსა და მონაკოში. 1994 წელს მუტი მონაკოს მცხოვრები გახდა. ორნელა მუტი — კანის კინოფესტივალის მუდმივი საპატიო სტუმარია.

დაქორწინებული იყო ორჯერ. 1998 წლიდან მსახიობი პლასტიკურ ქირურგ სტეფანო პიკოლოსთან ერთად ცხოვრებს. მუტის ჰყავს ორი ქალიშვილი და ერთი ვაჟი. 2008 წელს ორნელა მუტიმ აამუშავა საკუთარი საიუველირო ხაზი, ბუტიკების გახსნით რომში, მილანში, პარიზში, რიგაში, მოსკოვში და ალმათიში.

ფილმოგრაფია

რედაქტირება
წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1981 უზომოდ შეყვარებული Innamorato pazzo კრისტინა
1987 კაზანოვა Casanova ჰენრიეტა
1987 გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა Chronicle of a Death Foretold ანჯელა ვიკარიო
1991 ოსკარი Oscar სოფია პროვოლონე
1998 გრაფი მონტე კრისტო The Count of Monte Cristo მერსედესი
2001 სასტუმრო Hotel ფლამენკოს გამომცხადებელი
2012 სიყვარულით რომში To Rome with Love პია ფოსკარი

ჯილდოები

რედაქტირება

2 ივნისი, 1995“იტალიის რესპუბლიკის წინაშე გაწეული სამსახურის“ ორდენის სარდლი[1]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: