ორლიკის ციხე-დარბაზი

ორლიკის ციხე-დარბაზი — მდებარეობს სოფელ ორლიკ-ნად-ვლტავოდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 500 მეტრში,[1] პისეკის რაიონის ჩრდილოეთში, სამხრეთ ბოჰემიის მხარეში, ჩეხეთში. თავიდან ციხესიმაგრე მდებარეობდა მდინარე ვლტავას ნაპირზე, დაახლოებით 60 მეტრის სიმაღლის კლდეზე, ხოლო 1954-62 წლებში ორლიკის კაშხლის აშენები შემდეგ ის წყლის დონიდან რამდენიმე მეტრითაა დაშორებული.

ორლიკის ციხე-დარბაზი დღეს

ორლიკის მნიშვნელობა მომდინარეობს ჩეხური სიტყვიდან (ჩეხ. Orel) რაც მართვეს (ახალგაზრდა არწივი) ნიშნავს.

ისტორია რედაქტირება

 
ორლიკის ციხე-დარბაზი, ორლიკის კაშხალის აგებამდე

ორლიკი XIII საულუინის მეორე ნახევარშ ააშენეს, როგორც პრჟემისლიდების დინასტიის ოტოკარ II-ის სამეფო ციხე-დარბაზი. შუა საუკუნეებში მის მფლობელი ბევრჯერ შეიცვალა. 1408 წლიდან მას სოფელ სვიიშინის წარჩინებულები ფლობდნენ, ხოლო ჰუსიტების პერიოდში ციხეში იან ჟიჟკა იყო გამაგრებული.[2] 1508 წელს ციხე-სიმაგრე დაიწვა და ახალმა მფლობელებმა ის აღადგინეს როგორც რენესანსის ეპოქის ციხე-დარბაზი. 1623 წელს ეგენბერგებმა შეიძინეს ორლიკი, ხოლო 1717 წელს ის მემკვიდრეობით გადაეცათ შვარცენბერგებს.[3] XIX მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისისთვის ის მათი მთავარი რეზიდენცია იყო. 1802 წელს ციხე-დარბაზი ისევ დაიწვა და შემდგომი შეკეთებისას დაემატა მეოთხე სართული. დღისთვის მოღწეული სახე შექმნილია 1849-1860 წლებში. 1948 წელს კომუნისტებმა მოახდინეს ციხის კონფისკაცია, თუმცა 1990 წელს ის ისევ დაუბრუნდათ შვარცენბერგებს.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Dunford, Lisa, Brett Atkinson, Neil Wilson (2007), Czech & Slovak Republics, Lonely Planet, p. 189, ISBN 1-74104-300-X
  2. Ehrenberger, Tomaš (2003), The 88 Most Beautiful Castles, pg. 103, Kartografie Praha a.s., ISBN 80-7011-745-1
  3. David, Petr, Vladimír Soukup, Lubomír Čech (2004), Wonders of Bohemia, Moravia and Silesia, Euromedia Group, pg. 139, ISBN 978-80-242-2455-8