ზვიკოვის ციხე-დარბაზი

ზვიკოვი (ჩეხ. Hrad Zvíkov, გერმ. Klingenberg) — ხშირად უწოდებენ „ჩეხეთის ციხე-დარბაზების მეფეს“.[1] ის მდებარეობს შემაღლებულ კონცხზე, მდინარეების ვლტავასა და ოტავას შესართავთან, სოფელ ზვიკოვსკე პოდრადისთან, პისეკიდან ჩრდილოეთით 15 კილომეტრში, სამხრეთ ბოჰემიის მხარეში. სიმაგრე არის ჩეხურ მიწებზე არსებული ადრეული-გოთიკური სტილის უმნიშვნელოვანესი ძეგლი.

ზვიკოვის ციხე-დარბაზის ხედი სიმაღლიდან

ტერიტორიაზე ნამოსახლარები არსებობდა პრეისტორიულ დროშიც, თუმცა პირველი სიმაგრე კელტებმა. დღემდე მოღწეული ციხე-დარბაზი აშენებულია XIII საუკუნის პირველ ნახევარში, სავარაუდოდ პრჟემისლიდების დინასტიის პირველი მეფის ოტაკარ I-ის ბრძანებით. პირველი წერილობით ცნობა ციხის შესახებ თარიღდება 1234 წლით და ის ბოჰემიის მეფეების საკუთრება იყო.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Petr David, Vladimír Soukup, Lubomír Čech, Wonders of Bohemia, Moravia and Silesia, pg. 138, Euromedia Group (2004), ISBN 978-80-242-2455-8