ორკეტა (ესპ. Horqueta) — ქალაქი პარაგვაიში, კონსეფსიონის დეპარტამენტში. მდებარეობს ქალაქ კონსეფსიონიდან 50 კმ-ის და ასუნსიონიდან 428 კმ-ის დაშორებით. გაშენებულია ბორცვზე.

ქალაქი
ორკეტა
Horqueta
ქვეყანა პარაგვაის დროშა პარაგვაი
დეპარტამენტი კონსეფსიონი
კოორდინატები 23°20′39″ ს. გ. 57°02′37″ დ. გ. / 23.34417° ს. გ. 57.04361° დ. გ. / -23.34417; -57.04361
დაარსდა 1793
ფართობი 2 889 კმ²
ცენტრის სიმაღლე 127
მოსახლეობა 55 882 კაცი (2008)
სიმჭიდროვე 18 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC-4, ზაფხულში UTC-3
საფოსტო ინდექსი 8820
ორკეტა — პარაგვაი
ორკეტა

დაარსდა 1793 წელს და ის პირველი ქალაქი იყო ქვეყანაში, რომელსაც საფეხმავლო ქუჩები გააჩნდა.

2008 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 55 882 ადამიანს შეადგენს, საიდანაც 28 936 კაცია და 26 947 ქალი. ეკონომიკური საქმიანობის მთავარი დარგია სოფლის მეურნეობა.

ზაფხულში ტემპერატურა მაქსიმალურ ნიშნულს 40°C-ს აღწევს, ზამთარში კი -2°C-მდე ეცემა. საშუალო წლიური ტემპერატურა 20°C-ია.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება