ორი კიბორჩხალა
ორი კიბორჩხალა — ნიდერლანდელი პოსტიმპრესიონისტი მხატვრის, ვინსენტ ვან გოგის ნახატი. შესრულებული 1889 წელს, ზეთის საღებავებით ტილოზე. ნახატზე გამოხახულია ორი კიბორჩხალა, ერთი ზურგზე მეორე კი მუცელზე.[2] ტილოს ზომებია 47 × 61 სმ.[3]
ორი კიბორჩხალა | |
---|---|
Two Crabs[1] | |
ავტორი | ვინსენტ ვან გოგი |
წელი | 1889 |
კატალოგი | F606 და JH1662 |
ტიპი | ზეთი, ტილო |
სიმაღლე | 47 |
სიგანე | 61 |
ქალაქი | ლონდონი, დიდი ბრიტანეთი |
მუზეუმი | ეროვნული გალერეა |
ვან გოგმა ნახატი 1889 წლის იანვარში დახატა, მას შემდეგ, რაც საავადმყოფოდან გაეწერა. შესაძლოა ვინსენტს ნახატის დახატვა კაცუსიკა ჰოკუსაის მსგავსი ტიპის ნამუშევარმა შთააგონა, რომელიც მან Le Japon Artistique-ს მაღაზიაში ნახა და შემდგომში, 1888 წელს ძმამ, თეო ვან გოგმა გამოუგზავნა.[2]
ნამუშევარი ლონდონის ეროვნული გალერეის 45 ოთახის ექსპონატია, რომელიც გალერეას პირადი კოლექციონერისგან აქვს ნაქირავები.[3]
მსგავსი ნამუშევარი
რედაქტირებაკიბორჩხალა ზურგზე ვან გოგის მიერ შესრულებული მსგავსი ტიპის ნამუშევარია, რომელზეც ერთადერთი, ზურგზე დაწოლილი კიბორჩხალაა გამოსახული, რომელიც ამსტერდამში, ვან გოგის მუზეუმში ინახება.[2]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ http://cima.ng-london.org.uk/collection/search.php?what=details&val=1477&crop=false&sqllimit=%20AND%20FileGroup_id%20in%20(14)%20&whichdb=externalIIP&whichtable=Image&sortby=ObjectAlphaSort
- ↑ 2.0 2.1 2.2 Two Crabs, National Galery. Retrieved on 11 February 2015.
- ↑ 3.0 3.1 Two Crabs - Key facts დაარქივებული 2015-03-05 საიტზე Wayback Machine. , National Galery. Retrieved on 11 February 2015.