კიბორჩხალა ზურგზე
კიბორჩხალა ზურგზე (ნიდერლ. Een op zijn rug liggende krab) — ნიდერლანდელი პოსტიმპრესიონისტი მხატვრის, ვინსენტ ვან გოგის ნახატი, რომელზეც გამოსახულია ერთადერთი, ზურგზე მწოლიარე კიბორჩხალა, უკან მწვანე ფონით. ნამუშევარი შესრულებულია 1888 წელს, ზეთის საღებავებით ტილოზე და ინახება ვან გოგის მუზეუმში, ამსტერდამში.[2]
კიბორჩხალა ზურგზე | |
---|---|
A crab on its back | |
ავტორი | ვინსენტ ვან გოგი |
წელი | 1888 |
კატალოგი | F605[1] და JH1663[1] |
ტიპი | ზეთი, ტილო |
სიმაღლე | 38 |
სიგანე | 46.5 |
ქალაქი | ამსტერდამი |
მუზეუმი | ვან გოგის მუზეუმი |
შესაძლოა, ვინსენტს ნახატის დახატვა კაცუსიკა ჰოკუსაის მსგავსი ტიპის ნამუშევარმა შთააგონა, რომელიც მან Le Japon Artistique-ს მაღაზიაში ნახა და შემდგომში, 1888 წელს ძმამ, თეო ვან გოგმა გამოუგზავნა.[2][3]
მსგავსი ნამუშევარი
რედაქტირება1889 წელს, მას შემდეგ, რაც საავადმყოფოდან გამოვიდა, ვან გოგმა მეორე მსგავსი ტიპის ნამუშევარი — ორი კიბორჩხალა დახატა. ნახატზე გამოსახულია ორი, ერთი მუცელზე და მეორე ზურგზე მწოლიარე კიბორჩხალა. ეს ნახატი ლონდონში, ეროვნულ გალერეაშია შენახული.[3]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 http://www.vangoghmuseum.nl/nl/collectie/s0124V1962
- ↑ 2.0 2.1 Crab on its Back, 1888 დაარქივებული 2014-07-26 საიტზე Wayback Machine. , Van Gogh Museum. Retrieved on 16 July 2014.
- ↑ 3.0 3.1 Two Crabs, National Gallery. Retrieved on 17 July 2014.