სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ორიონი.

„ორიონი“საქართველოს პროლეტარულ მწერალთა კავშირის ყოველკვირეული მხატვრულ-ლიტერატურული გაზეთი. გამოდიოდა თბილისში. 1923 წელს გამოიცა 2 ნომერი (ნოემბერი, დეკემბერი), გაზეთი აშუქებდა კულტურისა და პოეზიის საკითხებს. დაბეჭდილია სტატიები ქართული თეატრის, მუსიკის, კინოს შესახებ და სხვა. თანამშრომლობდნენ გ. კალანდარიშვილი, ს. თალაკვაძე, ს. ეული (ქურიძე), ე. ვასაძე, ი. ვაკელი, ნ. ზომლეთელი, ი. ლისაშვილი, პ. ქიქოძე, შ. დუდუჩავა და სხვები. რედაქტორი — სარედაქციო კოლეგია, გამოსცემდა საქართველოს პროლეტარულ მწერალთა კავშირის გამგეობა. ტირაჟი 1000 ცალი.

ლიტერატურა

რედაქტირება