ორესტიასი
ორესტიასი (ორესტიდა[1]) ან კასტორიის ტბა (ბერძ. Λίμνη Ορεστιάδα) — ტბა საბერძნეთში. მდებარეობს ვერნონის მთების მთისძირში, ზღვის დონიდან 625-630 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 28 კმ², წყლის მოცულობა დაახლოებით 100 მლნ. მ³. ტბის დასავლეთ ნაწილში განლაგებულია ტბაში ღრმად შეჭრილი ნახევარკუნძული, რომელზედაც გაშენებულია ქალაქი კასტორია. უდიდესი სიღრმე 10 მ. ტბას ერთვის 9 მცირე მდინარე. მიჩნეულია, რომ ტბა მიოცენში წარმოიქმნა, დაახლოებით 10 მლნ. წლის წინ. დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან შეჭრილი ნახევარკუნძულები ტბას ორ ნაწილად ყოფენ: ჩრდილოეთ (დიდ) და სამხრეთ (პატარა) ნაწილებად. მდიდარია ტბის გარშემო არსებული ფლორა და ფაუნა. ტბის სანაპიროზე გაშენებულია ეკლესია. განვითარებულია ტურიზმი.
ორესტიასი | |
---|---|
ორესტიასის ტბა | |
კოორდინატები: 40°30′54″ ჩ. გ. 21°18′00″ ა. გ. / 40.51500° ჩ. გ. 21.30000° ა. გ. | |
მდებარეობა | საბერძნეთი |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 625-630 მ |
ფართობი | 28 კმ² |
მაქსიმალური სიღრმე | 10 მ |
გალერეა
რედაქტირებაიხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- ორესტიასი. ფოტოგალერეა დაარქივებული 2007-11-17 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ კასტორიის პრეფექტურა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-11. ციტირების თარიღი: 2011-07-21.