ორგაზმის სხვაობა, იგივე სიამოვნების სხვაობა (ინგლ. Orgasm gap) — სოციალური ფენომენი, რომელიც გულისხმობს ზოგად შეუსაბამობას ჰეტეროსექსუალ წყვილებში ქალსა და კაცს შორის სქესობრივი აქტის დროს სექსუალური სიამოვნების მიღების — კერძოდ, ორგაზმის მიღწევის სიხშირის — კუთხით. დღესდღეობით გამოკვლეულ ყველა დემოგრაფიულ კატეგორიაში ქალები ორგაზმის მიღწევის ყველაზე დაბალ სიხშირეს კაცებთან სექსუალური აქტივობებისას აფიქსირებენ. მკვლევრების აზრით, ორგაზმის სხვაობას შეიძლება რამდენიმე ფაქტორი განაპირობებდეს.[1]

სხვაობის განმაპირობებელ შესაძლო ფაქტორებს შორისაა კაცის სხეულზე ფოკუსირება, პრელუდიის ნაკლებობა, მხოლოდ პენეტრაციული სექსით დაკავება და სხვა ფსიქოლოგიური და ფიზიკური მიზეზები. ორგაზმის სხვაობის მკვლევარი ლორი მიტცი ამტკიცებს, რომ გენდერული უთანასწორობის ამ ფორმის გამომწვევი მთავარი მიზეზია „კლიტორის კულტურული უცოდინრობა“ და ის ფაქტი, რომ ხშირია „ქალის გენიტალიების არასწორად გაიგივება მხოლოდ იმ ერთ ნაწილთან (ვაგინასთან), რომელიც ორგაზმს კაცს აღწევინებს და არა — ქალს“.[2]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Frederick, David A.; John, H. Kate St.; Garcia, Justin R.; Lloyd, Elisabeth A. (2018-01-01). „Differences in Orgasm Frequency Among Gay, Lesbian, Bisexual, and Heterosexual Men and Women in a U.S. National Sample“. Archives of Sexual Behavior (ინგლისური). 47 (1): 273–288. doi:10.1007/s10508-017-0939-z. ISSN 1573-2800. PMID 28213723.
  2. Mintz, Laurie B., author. (2018-05-15). Becoming cliterate : why orgasm equality matters -- and how to get it. ISBN 978-0-06-266455-6. OCLC 1041864181.