სუმბატ ლიპარიტის ძე ორბელი
სუმბატ ლიპარიტის ძე ორბელი (გ. 1273) — საქართველოს პოლიტიკური მოღვაწე, ორბელთა აჯანყების (1177-1178) შემდეგ საქართველოდან გადახვეწილ ორბელების შთამომავალი.
ძმის — ელიგუმის გარდაცვალების შემდეგ გვარის უფროსი გახდა. იყო ნიჭიერი, მოხერხებული და ვერაგი პოლიტიკოსი, რომელმაც ცხოვრების მიზნად დაისახა ორბელთა სახლის სამოქალაქო-პოლიტიკური უფლებების აღდგენა და ამის მისაღწევად არაერთი მეტოქე დაღუპა (მათ შორის მესტუმრე ჯიქური, გვანცა დედოფალი და სხვა).
1251-1252 წლებში ორბელი მონღოლთა მთავარმა ბაჩუ-ნოინმა მიავლინა მანგუ-ყაენთან, რომლისგანაც ის "ენჩუდ" ანუ "ხასად" დაბრუნდა, რითაც იგი უშუალოდ ყაენზე დამოკიდებული გახდა. სხვა დიდებულებისაგან შევიწროებული ორბელი მალე კვლავ ურდოში გაემგზავრა, სადაც ყაენისგან ახალი იარლიყი მიიღო, რომლის ძალითაც ორბელთა საგვარეულო მამულების შემოკრებას შეუდგა. მან მიაღწია იმას, რომ დავით ულუმ გააუქმა გიორგი III-ის მიერ გამოცემული დოკუმენტი, რომლითაც ორბელი სამოქალაქო უფლებები ჰქონდათ აყრილი. ამის შემდეგ ორბელმა ხელთ იგდო უმემკვიდრეოდ დარჩენილი ავაგ ათაბაგის მამული, რომელიც მალევე დაკარგა სადუნ მანკაბერდელთან ქიშპში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბერძენიშვილი ნ., ეპიზოდი ფეოდალურ საგვარეულოთა სამამულო ბრძოლიდან XIII საუკუნის საქართველოში, მის წგნ.: საქართველოს ისტორიის საკითხები, წგნ. 3, თბ., 1966;
- ბოგვერაძე ა., ქსე, ტ. 7, გვ. 555, თბ., 1984