დიმიტრი ორბელიანი

ქართველი სახელმწიფო მოღვაწე და მწერალი
(გადამისამართდა გვერდიდან ორბელიანი, დიმიტრი (დემეტრე))
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ორბელიანი.

დიმიტრი (დემეტრე) ვახტანგის ძე ორბელიანი (დ. XVII საუკუნის 80-იანი წლები, ტანძია, ახლანდელი ბოლნისის რაიონი ― გ. 6 თებერვალი, 1739, მოსკოვი) ― ქართველი სახელმწიფო მოღვაწე და მწერალი. სულხან-საბა ორბელიანის ძმა. ქართლის სამეფოს სახლთუხუცესი. 1724 რუსეთში გაჰყვა ვახტანგ VI-ს, რომლის გარდაცვალების შემდეგ, 1739-იდან, ჩარიცხეს ქართველ ჰუსართა ასეულში პროპორშჩიკის ჩინით. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო რუსეთში. ლექსნარევ პროზაულ თხზულებაში "ცოლთან მიწერილი ალერსი გაყრისათვის" ორბელიანი გამოთქვამდა მტანჯველ სევდას სამშობლო ქვეყნისა და მუეღლის მოშორების გამო.

დიმიტრი ორბელიანი
დაბადების ადგილი ტანძია, ქართლის სამეფო
გარდაცვალების თარიღი 6 თებერვალი, 1739(1739-02-06)
გარდაცვალების ადგილი მოსკოვი
საქმიანობა მწერალი და სახელმწიფო მოღვაწე
მოქალაქეობა ქართლის სამეფო
ნათესავ(ებ)ი სულხან-საბა ორბელიანი

სულხან-საბა ორბელიანისადმი მიძღვნილ ლექსებში ავტორმა აღნიშნა ძმის დამსახურება სამშობლოს წინაშე, მან გალექსა სახარების ეპიზოდები, შემოიღო ანბანთწების ახალი ნუმუშები და სხვა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მენაბდე ლ., დიმიტრი ორბელიანი, წგნ.: სულხან-საბა ორბელიანი. საიუბილეო კრებული, თბ., 1959;
  • ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 2, თბ., 1966;