ოპერაცია ანტროპოიდი
ოპერაცია ანტროპოიდი — რაინჰარდ ჰაიდრიხის მკვლელობის ოპერაციის კოდური სახელწოდება. რაინჰარდ ჰაიდრიხი იყო მესამე რაიხის ხანის გერმანიის სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე, სს-ის (შუცტაფელი) ობერგრუპენფიურერი და პოლიციის გენერალი, რაიხის უშიშროების მთავარი სამმართველოს (RSHA) ხელმძღვანელი, ბოჰემიის და მორავიის რაიხსპროტექტორის მოადგილე. მას პრაღაში სასტიკი პოლიტიკის გატარების გამო ,,პრაღელი ჯალათი” შეარქვეს.
ოპერაცია 1942 წლის 27 მაისს ჩეხოსლოვაკიის დედაქალაქ პრაღაში ჩატარდა, რომლის დროსაც რაინჰარდ ჰაიდრიხი ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარით მიყენებული ჭრილობით რამდენიმე დღეში, 4 ივნისს გარდაიცვალა. თავდამსხმელებმა ოპერაციის დასრულების შემდეგ თავი ახლოს მდებარე ეკლესიას შეაფარეს, სადაც სს-ის ჯარებმა ყველა დახოცეს. ოპერაციას ხელმძღვანელობდა ჩეხოსლოვაკიის გაძევებული მთავრობა, რომელიც ოპერაციას ლონდონიდან მართავდა.[1]
ლიტერატურა რედაქტირება
რესურსები ინტერნეტში რედაქტირება
სქოლიო რედაქტირება
- ↑ McNab, Chris (2009). The SS: 1923–1945. London: Amber Books. ISBN 978-1-906626-48-8.