ონომასიოლოგია
ონომასიოლოგია — ლექსიკოლოგიის დარგი, რომელიც სიტყვებს შეისწავლის როგორც საგანთა (და მოვლენათა) სახელწოდებებს.
სიტყვა ლექსიკოლოგიისათვის მოცემულია საგანთა მიმართებაში (სიტყვა – საგანი); იგი ორი ასპექტით შეისწავლება: როდესაც მოცემულია სიტყვა და საკვლევია მისი საგნობრივი მიმართება, მნიშვნელობა (სიტყვა => მნიშვნელობა), ან როდესაც მოცემულია საგანი და საძიებელია მისი სახელწოდება (სახელწოდება <= საგანი ).
პირველი ასპექტი სემასიოლოგიური ასპექტია, მეორეს კი ონომასიოლოგიურს უწოდებენ.
ლექსიკის ონომასიოლოგიური აღწერით ვიღებთ იდეოგრაფიულ ("იდეოლოგიურ") ლექსიკონს.
ისტორიული ონომასიოლოგია იკვლევს ცვლილებებს ლექსიკურ ფონდში.