ონის მუნიციპალიტეტის გერბი
ონის მუნიციპალიტეტის გერბი — ონის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. მიღებულია ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.
ონის მუნიციპალიტეტის გერბი | |
---|---|
დეტალები | |
დამტკიცდა | 21 აგვისტო, 2008 |
გვირგვინი | სამკოშკიანი ქონგურებიანი საქალაქო ვერცხლის გვირგვინი |
ფარი | ოქროს ჯვარი, ოქროს ვერძის თავი, კავკასიონის მთები |
ფარმჭერები | ვერცხლ-ლაჟვარდოვანი ბაფთა |
დევიზი | ონი |
აღწერილობა
რედაქტირებაგერბის ფარის ლაჟვარდოვან ველზე გამოსახულია ვერცხლის სამმწვერვალიანი მთა, რომლის შუა მწვერვალი მაღალია; მთის ზემოთ მოთავსებულია სტილიზებული ფორმის ოქროს ვერძის რქები, მის ზემოთ ოქროს ჯვარი.
გერბის ფარის ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი ნახევრად ღია ჭიშკრით.
გერბის ფარს ქვემოთ მოთავსებულია დევიზის ვერცხლ-ლაჟვარდოვანი ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი — „ონი“.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება