ომსუქჩანის ქედი
ომსუქჩანის ქედი[1] (რუს. Омсукчанский хребет) — ქედი რუსეთში, მაგადანის ოლქში. მდებარეობს ჩრდილო-აღმოსავლეთ ციმბირში, შედის კოლიმის მთიანეთის სისტემაში. სიგრძე 300 კმ, სიმაღლე 1828 მეტრამდე. სამხრეთ ნაწილში ჭარბობს საშუალო მთის რელიეფი, ჩრდილოეთში — მაღალი მთისა. ქედის სამხრეთ ნაწილში ცნობილია ვერცხლ-ტყვიის მადნის საბადო (გოლცოვოე). კალთებზე გამეჩხერებული ფოთლოვანი ტაიგის ლანდშაფტებია, 800–900 მეტრზე მაღლა — მთის ტუნდრის ლანდშაფტები და ქვაყრილები.[2]
ომსუქჩანის ქედი | |
---|---|
რუს. Омсукчанский хребет | |
კოორდინატები: 63°37′45″ ჩ. გ. 155°14′32″ ა. გ. / 63.62917° ჩ. გ. 155.24222° ა. გ. | |
ქვეყანა | რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | მაგადანის ოლქი |
უმაღლესი წერტილი | 1828 მ |
სიგრძე | 300 კმ |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 154.
- ↑ Омсукчанский хребет // Большая российская энциклопедия. т. 24. — М., 2014. — стр. 194.