ომარ ცაავა (დ. 1935, თბილისი) — ქართველი ინჟინერი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1958 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი.

1958-1969 წლებში მუშაობდა საქართველოს ვაჭრობის სამინისტროს სამშენებლო სამმართველოში ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, მთავარ ინჟინრად. 1969-1972 წლებში იყო საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N1 სამშენებლო ტრესტის საწარმოო-ტექნოლოგიური კომპლექტაციის სამმართველოს უფროსი. 1972-1994 წლებში სსრკ ელექტროტექნიკური მრეწველობის სამინისტროს სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ „საქელექტრომონტაჟრემმშენის“ მმართველი. ხელმძღვანელობდა ზესტაფონის სადენებისა და ქუთაისის ელექტრომექანიკური ქარხნების, თბილისის „იზოლიტის“, „ელმავალმშენებლის“, „ელექტროაპარატის“, „მიკროძრავას“ ქარხნების სამონტაჟო და გამშვებ-გასამართ სამუშაოებს. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, თბ., 2017, გვ. 659

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება