ომარ ობგაიძე
ომარ ობგაიძე (დ. 7 აგვისტო, 1941, ანანური) — ქართველი მეცნიერი, ექიმი, ტრავმატოლოგ–ორთოპედი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.
ომარ ობგაიძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 7 აგვისტო, 1941 (83 წლის) |
დაბ. ადგილი | ანანური |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
საქმიანობა | ექიმი და მეცნიერი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი |
1970 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.
1970–1972 წლებში მუშაობდა საბჭოთა კავშირის შინაგან ჯარში სამედიცინო პუნქტის უფროსად. 1972 წლიდან ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში ექიმ-ლაბორანტად. 1991–1995 წლებში ამავე ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად, უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. 1995 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბავშვთა ქირურგიისა და ორთოპედიის კათედრის ასისტენტად. ავტორია 22 სამეცნიერო ნაშრომის და ორი რაციონალიზატორული წინადადების.
საკანდიდატო დისერტაციის თემა — „სახსახრგარეთა ოპერაციები ბავშვთა ასაკში ბარძაყის თანდაყოლილი ქვემოამოვარდნილობის დროს“, დაიცვა 1987 წელს.