ომარ ელოშვილი
ომარ ელოშვილი (დ. 30 ივლისი, 1946, თბილისი — გ. 24 აგვისტო, 2007) — ქართველი პოლიტიკოსი.
ომარ ელოშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 30 ივლისი, 1946 |
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 24 აგვისტო, 2007 (61 წლის) |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. 1969-1985 წლებში იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაკულტეტის კომკავშირის კომიტეტის მდივნის მოადგილე, თბილისის სახალხო კონტროლის საქალაქო კომიტეტის ინსპექტორი, საქართველოს რესპუბლიკის სახალხო კონტროლის კომიტეტის ინსპექტორი, საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ინსტრუქტორი. 1985 წლიდან საქართველოს კპ დმანისის რაიკომის პირველი მდივანი, რაიონული საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიიდან. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 1992-1995 წლებში საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „მშვიდობიდან“.