ოლტენიცის ბრძოლა
ყირიმის ომი ნაწილი

1853 წლის 4 ნოემბერი
თარიღი ოლტენიცა, ვლახეთი (დღევანდელი რუმინეთის ტერიტორია)
შედეგი ოსმალთა გამარჯვება[1]
მხარეები
ოსმალეთის იმპერია რუსეთის იმპერია
მეთაურები
ომარ-ფაშა გენერალი პიტერ დანენბერგი
ძალები
5 ასეული ქვეითი, 150 მხედარი, 6 ქვემეხი.

რუსული წყაროების მიხედვით: 8000 მეომარი, 20 ქვემეხი[2]

ქვეითი ჯარის 8 ბატალიონი, კავალერისტთა 9 ესკადრონი

ჯამში დაახლოებით 6000 ჯარისკაცი[3]

დანაკარგები
30 დაღუპული

150 დაჭრილი[2]

600-700 დაღუპული

3000-4000 დაჭრილი[4]

ოლტენიცის ბრძოლა ვიკისაწყობში

ოლტენიცის ბრძოლაყირიმის ომის ერთ-ერთი პირველი კამპანია, რომელიც 1853 წლის 4 ნოემბერს გაიმართა. ბრძოლაში ოსმალთა არმია, ომარ-ფაშას სარდლობით, იცავდა საკუთარ პოზიციებს რუსთაგან, რომელთაც გენერალი პეტრე დანენბერგი ედგა სათავეში, თუმცა, მოულოდნელად, მათ უკან დახევის ბრძანება მიიღეს, რის შემდეგაც ომი შეწყდა.[5] როდესაც რუსების არმიამ ოსმალეთის სიმაგრეებს მიაღწია, მათ მომენტალურად დაიხიეს უკან, თუმცა, ამავდროულად, დიდი დანაკარგები განიცადეს.[6][2] ოსმალებმა განამტკიცეს საკუთარი პოზიციები, თუმცა მტრისთვის დევნა არ დაუწყიათ და მოგვიანებითთავადაც უკან დაიხიეს, მდინარე დუნაის მეორე მხარეს.[7][2]

 
ოლტენიცის ბრძოლა კარლ ლანცედელის ნახატი

რუსეთ-ოსმალეთის ომების კონკრეტულად ეს ეპიზოდი ყირიმის ომის მიმდინარეობისას წარიმართა. იმ პერიოდში, რუსეთმა დაიკავა მოლდოვისა და ვლახეთის სამთავროები, რის შემდეგაც საკუთაერი ჯარი დუნაის მარცხენა სანაპიროზე განალაგა, ოსმალეთის საზღვართან. ოსმალებმა ამ ფაქტს ომარ-ფაშას სარდლობის ქვეშ მყოფი არმიის მარჯვენა სანაპიროზე განთავსებით უპასუხა, რუსებთან დაპირისპირებისთვის. მარცხენა ფლანგზე მყოფმა თურქებმა თავიანთი დიდი ჯარი განალაგეს, ვიდინის ციხესთან, თუმცა რუსების არმია სიმცირით გამოირცეოდა 一 ის სრულებით არ იყო დიდი, რაც იმით იყო განპირობებული, რომ რუსებს არ სურდათ ავსტრიასთან დიპლომატიური ურთიერთობის გაფუჭება.ოსმალური ზეწოლის შედეგად რუსულ ძალებს ბუქარესტის სამხრეთით, რუსეს ტყისკენ დახევა მოუწიათ, სადაც გაიმართა დაპირისპირება. 1853 წლის 4 ოქტომბერს, ოსმალთა ულტიმატუმის შემდეგ ორ კვირაში ტერიტორიის დატოვებასთან დაკავშირებით, ოსმალეთის ჯარმა გადაკვეთა მდინარე დუნაი ფერიკ ისმაილ-ფაშას მეთაურობით რუსების ვლახეთის დასავლეთ ნაწილიდან განსადევნად. 30 ოქტომბერს ისმაილ-ფაშას ჯარებს თურთუქაის ციხესთან ომარ ფაშას არმიაც შეუერთდა.[8]

1853 წლის 2 ნოემბერს ოსმალეთის ძალების ავანგარდმა, ომარ-ფაშას მეთაურობით, გადალახა დუნაი აღმოსავლეთ ვლახეთში და სოფელ ოლტენიცის მიდამოებში გამაგრდა, რომელიც თურთუქაის ციხის მოპირდაპირედ მდებაროებდა. საფორტიფიკაციო სამუშაოების ჩატარების შემდეგ, დუნაი ჯერ პირველმა, შემდეგ კი მეორე ბატალიონმა გადალახა. ფაშას ცნობით, ხიდზე განლაგებულიყო ჩვეულებრივ ქვეითთა სამი ასეული და მსროლელთა ორი ასეული, ასევე 150 მხედარი და 6 ქვემეხი. არტილერიის გარკვეული ნაწილი დუნაის მარჯვენა სანაპიროზე განლაგდა, ასევე ბანაკის მიდამოებში არსებულ ერთ-ერთ კუნძულზე. თავად ომარ-ფაშა ბრძოლის დროს თურთუქაიში დარჩა. 4 ნოემბერს რუსეთის ჯარმა, გენერალ პეტრე დანენბერგის მეთაურობით, განახორციელა შეტევა გამაგრებული ოსმალური პოზიციების წინააღმდეგ. რუსეთის არმიაში 8 ქვეითთა და 9 კავალერისტთა ბატალიონი ირიცხებოდა, რომელიც ჯამში 6000 მეომარს ადგენდა. პირველი ორი საათის განმავლობაში ომში მხარეთა საარტილერიო რაზმები იყვნენ ჩართულნი. საპასუხო ცეცხლის გახსნა საკმაოდ სუსტი სტრატეგიას წარმოადგენდა, ამიტომ რუსებმა მთელი ქვეითი ჯარი შეტევისკენ მიმართეს. თავდამსხმელები ციხისკენ დაიძრნენ, თუმცა მალევე მოუწიათ თხრილებისთვის თავის შეფარება, რადგან მეტოქეს საკმაოდ ძლიერი სასროლი აღჭურვილობა აღმოაჩნდა. ამ დროს, რუსებს უბრძანეს, უკან დახეულიყვნენ, თუმცა მათი უკან დახევა მსხვერპლის გარეშე არ მომხდარა 一 მათ ამ დროს დაახლოებით 970 მეომარი დაკარგეს.[3][9][6][2]

რუსების მარცხი განიხილებოდა, როგორც შეუსაბამო აღჭურვილობის, ჯარის მცირე რაოდენობის, ცუდი დაზვერვისა და არასაკმარისი საარტილერიო მხარდაჭერის შედეგი, საბოლოო კრახი კი რუსულმა ჯარმა მაშინ განიცადა, როცა ისედაც შეტევაში მყოფ ოსმალებს შუა თავდასხმისას ბრძოლის ველის დატოვების ბრძანება მისცეს.[9][10] იმპერატორმა ნიკოლოზ I-მა, როცა აღნიშნული ომის შედეგებს დეტალურად გაეცნო, მიიჩნია, რომ დანენბერგის ჯარებს არ გააჩნდათ საკმარისი საარტილერიო ბრიგადა ოსმალთაგან თავის დასაცავად და გამაგრებული ოსმალეთის არმიის ქვემეხების ჩახშობისთვის, რომელთაც ისედაც სხვა არტილერია უმაგრებდა მხარს. თავად დანენბერგმა უკან დახევის ბრძანება შემდეგი მიზეზით გაამართლა: თურქულ პოზიციებში შეჭრით მისი ძალები დაუცველნი იქნებოდნენ თურქული საარტილერიო ცეცხლის მიმართ, რომელიც დუნაის სანაპიროს მეორე მხრიდან, ოსმალ არტილერისტებს უნდა გაეხსნათ. თუმცა, ეს მიზეზი ალოგიკურია, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეითთა თავდასხმა ციხეზე მაინც განხორციელდა.[6]

ომარ-ფაშამ ოფიციალურად განაცხადა, რომ მისმა ჯარმა დაახლოებით 180 მეომარი დაკარგა, რუსებმა კი, მიუხედავად იმისა, რომ დანაკარგის რეალური სიდიდე არ იცოდნენ, ჩათვალეს, რომ ის საკმაოდ დიდი უნდა ყოფილიყო, ძირითადად, თურქთა მიერ ახლო მანძილიდან აქტიური ჭურვების გამოყენებისდა გამო.[6]

შედეგები

რედაქტირება

ოლტენიცის ბრძოლა ყირიმის ომის პირველ საბრძოლო ოპერაციას წარმოადგენს. ამას მოჰყვა თურქების სტრატეგიული გამარჯვება, რუსების უკან დახევა, რის შედეგადაც ოსმალები მდინარე დუნაის მარცხენა სანაპიროში არსებულ სამფლობელოებსაც დაეპატრონნენ. თურქებმა რუსების დევნაზე უარი თქვეს. მოგვიანებით, რუსულმა სარდლობამ ოლტენიცისკენ დამატებითი ძალები გაუშვა, რითაც ოსმალებმა ისარგებლეს და პირველებმა დაიკავეს დუნაის მარჯვენა სანაპირო.[6][2] ბრძოლა ევროპულ პრესაში გაზვიადებულია, როგორც ოსმალეთის დიდი ტრიუმფი, მაგრამ, სტრატეგიული თვალსაზრისით, მას საკმაოდ მცირე გავლენა ჰქონდა.შედეგად, რუსეთის დიდება ერთგავრად შეილახა და ოსმალეთმა, როგორც ქვეყნის შიგნით, მის გარეთაც ყირიმის ომის ბრწყინვალე გახსნის რეპუტაცია მოირგო.[6][10]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. A Global Chronology of Conflict: From the Ancient World to the Modern Middle East, Vol. III, ed. Spencer C. Tucker, (ABC-CLIO, 2010), 1209.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 Badem 2010, p. 108.
  3. 3.0 3.1 Goldfrank D. M. The Origins of the Crimean War. Routledge. 2014. P. 231
  4. Rhodes, p. 111
  5. Engels, pp.516-522.
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 6.5 M. Bogdanovich. The Eastern War.
  7. Ann Pottinger Saab. The Origins of the Crimean Alliance, Volume 11. University of Virginia Press, 1977. P. 119
  8. Badem 2010, p. 107.
  9. 9.0 9.1 Tarle Y. The Crimean War
  10. 10.0 10.1 Badem 2010, p. 109.