ოლივერ უოლკოტი
ოლივერ უოლკოტ უმცროსი (ინგლ. Oliver Wolcott; დ. 11 იანვარი, 1760 — გ. 1 ივნისი, 1833) — აშშ-ის ხაზინის მდივანი 1795–1800 წლებში, კონექტიკუტის გუბერნატორი 1817–1827 წლებში.
დაიბადა კონექტიკუტში, ქალაქ ლიჩფილდში, 1778 წელს დაამთავრა იელის უნივერსიტეტი.
1795 წელს დაინიშნა აშშ-ის ხაზინის მდივნად, ალეგზანდერ ჰამილტონის ადგილზე, მაგრამ 1800 წელს გადადგა საზოგადოების მხრიდან უარყოფითი დამოკიდებულების გამო. პრესამ ის დაადანაშაულა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შენობაში ხანძრის გაჩენაში.
1803–1815 წლებში უოლკოტი კერძო ბიზნესით იყო დაკავებული ქალაქ ნიუ-იორკში, შემდგომში დაბრუნდა ლიჩფილდში. 1817 წელს აირჩიეს გუბერნატორად, მან 10 წელი დაჰყო ამ პოსტზე. მისი მმართველობის პერიოდში კონექტიკუტის შტატის ეკონომიკა შესამჩნევად განვითარდა.
ოლივერ უოლკოტი გარდაიცვალა ნიუ-იორკში. დაკრძალულია ლიჩფილდში.