ოლეგ ვასილის ძე კოშევოი (რუს. Олег Васильевич Кошевой; დ. 8 ივნისი, 1926, პრილუკი — გ. 9 თებერვალი, 1943, როვენკი, ვოროშილოვგრადის ოლქი) — დიდი სამამულო ომის დროს იატაკქვეშა კომკავშირული ორგანიზაციის „ახალგაზრდა გვარდიის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი, 1943 წლის 13 სექტემბერს მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება სიკვდილის შემდეგ. საკავშირო ალკკ წევრი 1942 წლიდან. ფაშისტური გერმანიის მიერ კრასნოდონის ოკუპაციის შემდეგ (1942 ივლისი) მონაწილეობდა იატაკქვეშა კომკავშირული ორგანიზაციის შექმნაში, იყო მისი შტაბის კომისარი და წევრი. 1943 იანვარს ორგანიზაცია აღმოაჩინეს ფაშისტებმა. კოშევოი შეეცადა ფრონტის ხაზის გადალახვას, მაგრამ სადგურ კორშუტინოში გერმანელებმა შეიპყრეს და წამების შემდეგ დახვრიტეს. კოშევოის სახელი მიენიჭა მრავალ მაღაროს, საბჭოთა მეურნეობას, სკოლებს, პიონერულ რაზმს, როგორც სსრკ-ში, ისე საზღვარგარეთ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 6.
  • კრასნოდონის გმირები, თბ., 1964
  • Кошевая Е. Н., Повесть о сыне, М., 1968