ოკლენდის კუნძული
ოკლენდი (ინგლ. Auckland Island) — სამხრეთ წყნარ ოკეანეში მდებარე ახალი ზელანდიის კუთვნილი, დაუსახლებელი ოკლენდის არქიპელაგის მთავარი კუნძული. ახალი ზელანდიის სხვა სუბანტარქტიკულ კუნძულებთან ერთად შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
მშობ. სახელი: ინგლ. Auckland Island | |
---|---|
გეოგრაფია | |
მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
კოორდინატები | 50°43′ ს. გ. 166°06′ ა. გ. / 50.717° ს. გ. 166.100° ა. გ. |
ფართობი | 510 კმ² |
სიგრძე | 42 კმ |
სიგანე | 26 კმ |
უმაღლესი წერტილი | 650 მ |
ახალი ზელანდია | |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | დაუსახლებელი (2010) |
გეოგრაფია
რედაქტირებამდებარეობს ახალი ზელანდიის სამხრეთი კუნძულის სამხრეთით. კუნძულის ფართობია — 510 კმ². სიგრძე — დაახლოებით 42 კმ. კუნძულის სამხრეთი დაბოლოება გაგანიერებულია 26 კილომეტრამდე. აქ კუნძულს კვეთს ვიწრო არხი, რომელიც მას ადამსის კუნძულისგან გამოყოფს. გამოირჩევა თავის ჩაშვებული კლიფებითა და უხეში ზედაპირით, რომლის უმაღლესი წერტილიც ზღვის დონიდან 650 მეტრზე იწევა. აღმოსავლეთ სანაპიროზე მრავალრიცხოვანი ფიორდები და ყურეებია. კუნძულის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ლოვიტის კონცხი ხმელეთის ყველაზე დასავლეთი წერტილია, რომელიც ეკუთვნის ახალ ზელანდიას.
გალერეა
რედაქტირება-
კუნძულის დასავლეთი ნაწილი
-
კუნძულის ჩრდილოეთი ნაწილი
-
არხი, რომელიც ოკლენდს ადამსის კუნძულისგან გამოყოფს
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Auckland Islands. Department of Conservation დაარქივებული 2013-12-04 საიტზე Wayback Machine.