ოიკოფობია
ოიკოფობია — ტერმინი ფსიქიატრიაში, რომელიც აღნიშნავს ყველაფერი მშობლიურის მიმართ ანტიპათიურ განწყობას. ის ასევე შეიძლება გამოყენებული იქნეს საკუთარი სახლის მიმართ არანორმალური შიშის (ფობიის) განმარტებისთვის.[1] სიტყვა ნაწარმებია ბერძნული სიტყვიდან ოიკოსი, რაც ნიშნავს კომლს, სახლს ან ოჯახს და ფობიისგან რაც შიშს აღნიშნავს.
1808 წელს, ეს სიტყვა პოეტმა და ესეისტმა რობერტ საუტმა გამოიყენა სახლის მიტოვების და სამოგზაუროს წასვლის სურვილის აღწერისთვის.[2] რობერტის მიერ ამ სიტყვის მოგზაურობით გატაცების მნიშვნელობით გამოყენება XIX საუკუნის სხვა მწერლებმაც აიტაცეს.
2004 წლის წიგნში, ბრიტანელმა კონსერვატორმა ფილოსოფოსმა როჯერ სკრუტონმა ამ სიტყვას შემდეგი მნიშვნელობა მოარგო: "მშობლიური მემკვიდრეობის უარყოფა"[3] ის განმარტავდა, რომ ეს არის: "ეტაპი რომელსაც ახალგაზრდა ბონება ბუნებრივად გადის",[4] მაგრამ ეს არის იმპულსი ზოგიერთი პოლიტიკური (ძირითადად მემარცხენე) იდეოლოგიისთვის, რომლებიც გამოირჩევიან ქსენოფილიით (უცხო კულტურისთვის უპირატესობის მინიჭება).[5]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Ronald Manual Doctor, Ada P. Kahn, Christine A. Adamec. The encyclopedia of phobias, fears, and anxieties. Third edition. Infobase Publishing, 2008. Page 281; p. 286.
- ↑ საუტი, რობერტ (1808). Letters from England, Volume 1. David Longworth, გვ. 311.
- ↑ Roger Scruton, England and the Need for Nations, (London: Civitas, 2004), pp.33-38 and for the excerpt of Scruton's definition [1]
- ↑ Scruton, Roger. Continuum - Political Philosophy > Roger Scruton. Continuumbooks.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-10-15. ციტირების თარიღი: 2010-08-30.
- ↑ Roger Scruton, "Oikophobia and Xenophilia", in Stereotypes and Nations, Teresa Walas (ed), Cracow International Cultural Center, 287-292.