Oikos International

(გადამისამართდა გვერდიდან ოიკოსი)

oikos International[1] — საერთაშორისო სტუდენტური ორგანიზაცია, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია მდგრადი ეკონომიკური განვითარების კონცეფციის განვითარებასა და სტუდენტებში მისი გავრცელების ხელშეწყობასთან. ამჟამად oikos International-ს აქვს 39 ადგილობრივი წარმომადგენლობა მსოფლიოს 20 ქვეყანაში, რომლებიც აერთიანებენ 50 000-ზე მეტ სტუდენტს. oikos-ი ორგანიზებას უწევს როგორც ლექციებს, კონფერენციებს, სიმულაციურ თამაშებს, გასვლით შეხვედრებს და ვორქშოპებს, ასევე პრაქტიკაზე ორიენტირებულ მდგრად პროექტებს, რომლებიც ეხება გარემოსდაცვით საკითხებს ეკონომიკასა და ბიზნესში. ამ საქმიანობათა უმეტესი ნაწილი ტარდება ადგილობრივ დონეზე ჩაპტერების ორგანიზებით. თუმცა oikos-ს აქვს მთელი რიგი გლობალური საერთაშორისო პროექტები, რომელთა მიზანია გაზარდოს სტუდენტების ცნობიერების დონე მდგრად გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე, ასევე განავითაროს მათი ანალიტიკური უნარ-ჩვევები.

Oikos International logo

oikos International-ის კონსტიტუციის მიხედვით, რომელიც შემუშავდა 2007 წელს, oikos-ი არის „ნეიტრალური, არა-პოლიტიკური, არა-რელიგიური ორგანიზაცია, რომელიც გვთავაზობს ობიექტურ და მიუკერძოებელ დისკუსიებს მდგრადი განვითარების შესახებ. ასევე მას არ აქვს კომერციული ინტერესი“. იმისთვის, რომ გაზარდოს თავისი წევრების კომპეტენცია მდგრადი განვითარების საკითხებში, oikos-ი ახდენს მენეჯმენტისა და ეკონომიკის სტუდენტების ინფორმირებას მდგრად შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე; ხელს უწყობს მათ შესაძლებლობებს არა მხოლოდ შეძლონ გრძელვადიანი ეკონომიკური გარემოსდაცვითი და სოციალური ტენდენციების გაანალიზება, არამედ განახორციელონ მდგრადობაზე ორიენტირებული ინოვაციები; და ასევე ქმნის ინსტიტუციურ მხარდაჭერას სასწავლო პროცესების მიმართ მდგარდი განვითარების საკითხების სწავლებასა და კვლევებთან ინტეგრაციის გზით მსოფლიო მენეჯმენტისა და ეკონომიკის ფაკულტეტებზე.

oikos-ის პირველი ჩაპტერი (ადგილობრივი წარმომადგენლობა), დღეს ცნობილი როგორც oikos St. Gallen, დაარსდა 1987 წლის 17 ივლისს სანტ. გალენის უნივერსიტეტში (University of St. Gallen). თავდაპირველი სახელწოდება ორგანიზაციის იყო: „oikos - Die umweltökonomische Studenteninitiative an der Universität St. Gallen“ (სტუდენტური ინიციატივა გარემოსდაცვით ეკონომიკაზე). oikos St. Gallen–ის საქმიანობა მოიცავდა ორგანიზებას კონფერენციების, ვორქშოპების და მოხსენებების, სადაც მონაწილეობდნენ როგორც აკადემიური სექტორიდან, ასევე ბიზნესიდან და საზოგადოებიდან, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ გარემოსდაცვითი საკითხების ინტეგრაციაში ეკონომიკისა და მენეჯმენტის საუნივერსიტეტო სასწავლო კურსებში. გარდა ამისა, ამაში წვლილი შეიტანეს რამდენიმე ეკოლოგიაზე ორიენტირებულმა ფონდმა, როგორიცაა შვეიცარიული ასოციაცია ეკოლოგიური მენეჯმენტისათვის, ეკონომიკისა და ეკოლოგიის ინსტიტუტი და სხვა. 1990 წელს შეიქმნა oikos-ის ფონდი oikos Foundation. ფონდის მთავარი მიზანი იყო ეკოლოგიის საკითხების ინტეგრაციის გაზრდა და ფორმირება ეკონომიკისა და მენეჯმენტის სამეცნიერო კვლევებში.

oikos International დაარსდა 1998 წელს 5 ჩაპტერის (ადგილობრივი წარმომადგენლობის)მიერ. იგი არის ქოლგა ორგანიზაცია oikos-ის ყველა ადგილობრივი წარმომადგენლობისთვის. მისი სათავო ოფისი განთავსებულია იმ ქალაქში სადაც oikos-ის პირველი ჩაპტერი დაარსდა სანქტ-გალენში (შვეიცარია). oikos-ის სათავო ორგანიზაციის შექმნის მიზეზი იყო ადგილობრივ წარმომადგენლობებს შორის კავშირის გაუმჯობესება, მათი საქმისა და პროექტების მხარდაჭერა, ასევე ახალი oikos-ის ჩაპტერების გახსნა.

პროექტები

რედაქტირება

oikos-ის პროექტების უმრავლესობა ტარდება ადგილობრივ დონეზე და ორგანიზებულია ჩაპტერების მიერ. თუმცა ასევე არის საერთაშორისო პროექტები.

ჩაპტერების (ადგილობრივი წარმომადგენლობათა)ჩამონათვალი

რედაქტირება
  • ხორვატია
    • oikos Zagreb
  • დანია
    • oikos Copenhagen
  • უნგრეთი
    • oikos Budapest
  • ნოდერლანდის სამეფო
  • რუსეთი
    • oikos Moscow
  • ესპანეთი
  • ლიბერიის რესპუბლიკა
  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-20. ციტირების თარიღი: 2011-07-12.